Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ყველგან დადიან, ყველას ხვდებიან, გარდა საქართველოსი, რადგან აქ არც ამომრჩეველი ჰყავთ და არც სათქმელი აქვთ რამე – დავით ქართველიშვილი ოპოზიციის უცხოურ ვოიაჟებზე

მარშალ პრესი 19/09/2025
DAVID KARTVELISHVILI

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნაციონალურო მოძრაობის წევრების ამერიკულ ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ის აღნიშნავს, ოპოზიციას საკუთარი ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვს და ანგარიშს იმაზე, თუ როგორ აპირებს არჩევნების შემდეგ ქართული ქალაქების ვითომ აღორძინებას უცხოელ პატრონებსა და ლობისტებს აბარებს. „გრძელდება ოპოზიციის წინასაარჩევნო „კარდაკარით” სიარული ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში.

ყველგან დადიან, ყველას ხვდებიან, გარდა საქართველოსი, რადგან აქ არც ამომრჩეველი ჰყავთ და არც სათქმელი აქვთ რამე. ძეგვის ბირჟაზე მეხუთე წელია ნაგვის კონტეინერზე გაკრულია უკვე საკმაოდ გაცვეთილი განცხადება: „საარჩევნოდ აქ მოსული ოპოზიციონერი დასაჩუქრდება…” თუ რით, ის ნაწილი უკვე ჩამოხეულია, მაგრამ მაინც არავინ გვინახავს. წალენჯიხას, გურჯაანს, მცხეთას თუ როგორ ააღორძინებენ, ამის სათქმელად ჯო ვილსონს სტუმრობენ. ხომ ასეა, ბატონო ჯო – ეკითხებიან. ისიც ათას დოლარად პასუხობს: “მასეა, აბა რა, რაფრა არაა მასე!” (ნაწყვეტი ეუთო/ოდირის არშემდგარი ანგარიშიდან)”- წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
Next: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სულხან თამაზაშვილთან ერთად „ბათუმელთა დარბაზის“ წევრებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.