Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ე.წ. „ზეემკას“ დასახლების მოსახლეობას შეხვდა

მარშალ პრესი 19/09/2025
550493821_1563084941732822_8266262091179406501_n

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური აგრძელებს შეხვედრებს წმინდა ბარბარეს დასახლების მოსახლეობასთან. ამჯერად კანდიდატი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან სოზარ სუბართან ერთად ე.წ. „ზეემკას“ დასახლების 111-ე და 113-ე კორპუსების მოსახლეობას შეხვდა. მოცემულ ლოკაციაზე რეაბილიტირებულია მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაგებულია ასფალტი ცენტრალურ და შიდა გზებზე, მოწყობილია გარე განათების სისტემა, თუმცა შეხვედრაზე ადგილობრივების მიერ დასახელდა გარკვეული ლოკალური პრობლემები. კანდიდატმა მხარდაჭერა აღუთქვა ადგილობრივებს და აღნიშნა, რომ მათივე ჩართულობით და მათთან აქტიური თანამშრომლობით მოხდება ამ პრობლემების აღმოფხვრა. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რა დროსაც ზაქარია წიკლაურმა მოსახლეობას თავისი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებიც გააცნო.

Post navigation

Previous: გორის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” კონსტანტინე ბუზალაძემ, კარალეთის თემში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, ფოთში ახალგაზრდებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.