Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გორის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” კონსტანტინე ბუზალაძემ, კარალეთის თემში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

მარშალ პრესი 19/09/2025
551446565_816381034168591_5117559827742774598_n

გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, კონსტანტინე ბუზალაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კარალეთის თემში მოსახლეობას შეხვდა და საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა.

ბუზალაძის თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატი მურაზ ღოლიჯაშვილი იქნება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის გამოწვევებს კარგად იცნობს და მათ მოგვარებაზეც აქტიურად იმუშავებს.

“მაჟორიტარი კანდიდატი საკრებულოში მურაზ ღოლიჯაშვილი იქნება. კანდიდატს ადგილობრივები კარგად იცნობენ და თავადაც კარგად იცის ის გამოწვევები, რომელთა მოგვარების გზებზეც უკვე ვმუშაობთ.

შეხვედრები კარალეთში, დიდ და პატარა გარეჯვარში და კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში გაიმართა.

ამ სოფლებში მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა შიდასაუბნო გზებს, კარალეთში მოეწყო სანიაღვრე არხი, ასევე, მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის მოწყობა.

მჯერა, 4 ოქტომბერს მოსახლეობის მაქსიმალური მხარდაჭერა გვექნება და ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.” – წერს კონსტანტინე ბუზალაძე.

Post navigation

Previous: თვითდაზიანება პოლიტიკაშიც, ისევე, როგორც ციხეში, არის მიღებული პრაქტიკა, მათ შორის, შიმშილობის და სხვადასხვა ფორმით. მათ (ოპოზიციის წარმომადგენლებმა) თვითდაზიანების კიდევ ერთი ფორმა აირჩიეს – ეს არის თვითდაპატიმრება
Next: „ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ე.წ. „ზეემკას“ დასახლების მოსახლეობას შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.