Skip to content
14/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შარლ მიშელი: პირველი გზავნილი ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლებისადმი არის ის, რომ ჩვენ მათ ევროპულ პერსპექტივას ვაძლევთ და ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი

მარშალ პრესი 23/06/2022
შარლ მიშელი

პირველი გზავნილი ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლებისადმი არის ის, რომ ჩვენ მათ ევროპულ პერსპექტივას ვაძლევთ და ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის, რომ განახორციელონ ფუნდამენტალური რეფორმები: ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, შეძლოს სასამართლოს დამოუკიდებლობა, მათ უნდა მიაღწიონ პროგრესს და კომისიის ანგარიშზე დაყრდნობით, თავდაჯერებით და პოლიტიკური ნებით პოლიტიკურ ლანდშაფტზე საქართველოში, მაშინ შესაძლებელი იქნება მათთვის, რომ მიაღწიონ ძალიან დიდი პროგრესს.

ვიცი, რომ მათ ზუსტად იციან რა ნაბიჯებია გადასადგმელი სწორი მიმართულებით. ჩვენი გზავნილი მკაფიოა გეოპოლიტიკურ დონეზე. საქართველოს ხელისუფლებას აქვს მიღებული არჩევანი, ეს არის არჩევანი ფუნდამენტალურ ღირებულებებისადმი, დემოკრატიისადმი და ჩვენ მართლაც გვსურს მჭიდრო თანამშრომლობა მათთან, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ძალისხმევას ახალი მიმართულებით“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

Continue Reading

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: ეს მართლაც ისტორიული დღეა საქართველოსთვის – მზად ვართ, განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი, რათა მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი
Next: შალვა პაპუაშვილი: დაე, ამ ისტორიულმა მიღწევამ მოუტანოს გრძელვადიანი მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს მოძმე უკრაინელ და მოლდოველ ერს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025