Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროექტი – „ჩაერთე მოქმედების დროა“ განხორციელდა

მარშალ პრესი 16/09/2025
99436d8b-db63-4d8f-a202-5c1db1e6774a

ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროექტი – „ჩაერთე მოქმედების დროა“ განხორციელდა. შემაჯამებელ ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი ესწრებოდნენ.

ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები სახელმწიფო რწმუნებულისგან, მერისგან და სააგენტოს ხელმძღვანელისგან მოესმინათ. პროექტი, რომელშიც 200-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული, მოიცავდა ტრენინგებს, საინფორმაციო შეხვედრებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას. მის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებისთვის მოხალისეობისა და მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. პროექტი („ჩაერთე მოქმედების დროა“) სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის – „რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ – ერთ-ერთი გამარჯვებულია.

Post navigation

Previous: ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, სამხრეთ კალიფორნიაში დისნეილენდში ოჯახთან ერთად სტუმრობისას, შუახნის მემარცხენე აქტივისტმა ქალმა მის 5 წლის შვილს უყვირა
Next: ბაჩიაშვილი ცდილობდა და ცდილობს, რომ როგორმე წინ აიფაროს პოლიტიკური სარჩული – კახა კალაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.