Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, სამხრეთ კალიფორნიაში დისნეილენდში ოჯახთან ერთად სტუმრობისას, შუახნის მემარცხენე აქტივისტმა ქალმა მის 5 წლის შვილს უყვირა

მარშალ პრესი 16/09/2025
jd vance

ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ორშაბათს, ჩარლი კირკის შოუს სპეციალური ეპიზოდის წამყვანობისას, რომელიც მოკლული კონსერვატორი აქტივისტის პატივსაცემად გაიმართა, გაიხსენა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მის ოჯახს და თეთრი სახლის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს „მემარცხენე აგენტები“ დაემუქრნენ. როგორც ვენსმა აღნიშნა, სამხრეთ კალიფორნიაში, სამ შვილთან ერთად დისნეილენდში სტუმრობისას, შუახნის ქალმა მის 5 წლის შვილს უყვირა:

„მამაშენი უნდა უარყო, შე პატარა ნაძირალა!“ „საიდუმლო სამსახურს უთხარი, რომ კონსტიტუცია დაიცვას და არა შენი მამა!“ – ციტირებს ვიცე-პრეზიდენტი ერთ-ერთი მემარცხენე აქტივისტის შეძახილებს. „ეს ქალები მოძალადეები არიან? ალბათ არა. ისინი შეშლილები არიან? რა თქმა უნდა“, – თქვა ჯეი დი ვენსმა. ვენსმა ივარაუდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავდა იმ საინფორმაციო საშუალებებისა და ჯგუფების გადასახადებისგან გათავისუფლების სტატუსს, რომლებიც ან „ძალადობის წახალისებას“ უწყობენ ხელს, ან კირკის მკვლელობას „ამართლებენ“. მან ასევე აღნიშნა, რომ “არ არსებობს ერთიანობა იმ ადამიანებთან, რომლებიც ბავშვებს მათი მშობლების პოლიტიკური შეხედულებების გამო უყვირიან და რომლებიც ჩარლი კირკის მკვლელობას ზეიმობენ.

Post navigation

Previous: ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბოლომდე იქნება ფხიზლად და ყურადღებით, იმისათვის, რომ გარე დაფინანსებით, გაუმჭვირვალე დაფინანსებით არავის მივცეთ პროცესების რადიკალიზაციის შესაძლებლობა
Next: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროექტი – „ჩაერთე მოქმედების დროა“ განხორციელდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.