Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

მარშალ პრესი 15/09/2025
1509

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ქვეყნის მასშტაბით საგზაო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი და ამ კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ხარჯეფექტიანობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მაღალი ხარისხით განხორციელების აუცილებლობას, რასაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხარჯეფექტიანობისა და ხარისხის გაუმჯობესება. გამოწვევები არის ორივე მიმართულებით და ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ პრაქტიკა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ასევე, ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ მაქსიმალურად სამართლიანი კონკურენციის პირობები ყველა კომპანიისთვის და აქაც კონკრეტულ დეტალებზე გვქონდა საუბარი. მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები. შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია. ეს ყველაფერი დაგვეხმარება პრაქტიკის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს ბიზნესასოციაციას და ყველა კომპანიის წარმომადგენელს შეხვედრაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პრემიერ-მინისტრმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა კერძო სექტორის მოსაზრებები და წინადადებები მოისმინეს და მათთან დიალოგის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრას სამშენებლო კომპანიების 150-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

 

Post navigation

Previous: ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
Next: ძალიან შეაჩვიეს ენა საზოგადოებას, სულ საუბარია რადიკალიზმზე, დამხობაზე, გადაწვაზე, კანონი უნდა მუშაობდეს მთელი სიმკაცრით, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.