Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა

მარშალ პრესი 15/09/2025
Capture

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას. სწორედ ამ კონტექსტში, 13 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა, რომელშიც საარჩევნო უბნების 1 500-მდე წევრმა და ტექნიკურმა პერსონალმა მიიღო მონაწილეობა. იმიტირებული კენჭისყრის ჩატარება წარმოადგენს თანამედროვე საარჩევნო ადმინისტრირების პრაქტიკაში ერთ-ერთ არსებით კომპონენტს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც პროცესების ეფექტიანობას, ისე არჩევნების დღისთვის სრული მზაობის მიღწევას.

იმიტირებულ კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას სიღნაღში პირადად გაეცნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, იმიტირებული კენჭისყრის გამართვის მიზანი არამხოლოდ არჩევნებისადმი მზადყოფნის შემოწმება, არამედ საარჩევნო უბნებზე ტექნოლოგიური საშუალებების და ლოგისტიკური საკითხების რეალურ გარემოში პრაქტიკული შემოწმებაა. მისივე თქმით, ასეთი იმიტირებული კენჭისყრა ქმნის შესაძლებლობას, რომ კომისიის წევრებმა პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა, დაიხვეწოს მათი მოქმედების კოორდინაცია და გაუმჯობესდეს პროცესის მართვის უნარები.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ ქვეყნის მასშტაბით 207 ლოკაციაზე ჩაატარა იმიტირებული კენჭისყრა, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრატორები და ტექნიკური პერსონალი მონაწილეობდნენ. იმიტირებული კენჭისყრის მიზანია არჩევნებამდე კიდევ ერთხელ ვნახოთ ტექნოლოგიური საშუალებების მზაობა, ლოგისტიკისა და ადმინისტრირების სხვა ასპექტები, მათ შორის ჩვენი სწავლების შედეგები – თუ როგორ იყენებენ საარჩევნო კომისიის წევრები მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად არის მზად ოთხი ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის“,- განაცხადა კალანდარიშვილმა.

იმიტირებული კენჭისყრის მიმდინარეობას გიორგი კალანდარიშვილთან ერთად ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და სპიკერი ნათია იოსელიანი გაეცნენ. შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის გახსნილია 3 051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.

 

Post navigation

Previous: გიორგი ბაჩიაშვილი ბრალდებულია ბიტკოინების მითვისების საქმეში და ამის პარალელურად ის და მისი ოჯახი ძალისხმევას არ აკლებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია მოხდეს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური მედია საშუალებების მეშვეობით
Next: პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.