Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბრიტანეთის 24 პროცენტიანი ლიდერი არ ეგუება პოლიციელებზე თავდასხმებს გაერთიანებულ სამეფოში, ხოლო, საქართველოს 55 პროცენტზე მეტი რეიტინგის მქონე მთავრობა უნდა შეეგუოს ქართველ სამართალდამცველებზე თავდასხმას?

მარშალ პრესი 15/09/2025
zurab kadagidze

ბრიტანეთის 24%-იანი ლიდერი არ ეგუება პოლიციელებზე თავდასხმებს გაერთიანებულ სამეფოში, ხოლო საქართველოს 55%-ზე მეტი რეიტინგის მქონე მთავრობა უნდა შეეგუოს ქართველ სამართალდამცველებზე თავდასხმას?!“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე ევროპელი ლიდერები 1 200 000 ადამიანის მიერ არჩეულ ქართულ ხელისუფლებას დემოკრატიას უწუნებენ და ქართველი სამართალდამცველების წინააღმდეგ აგორებულ „ბინძურ კამპანიას“ ახალისებენ.

„ბრიტანეთში “YouGov”-ის უახლესი გამოკითხვის მონაცემებით, პრემიერ სტარმერის “favourability rate” არის 24% დადებითი, ხოლო 68% უარყოფითი. ანუ – ბრიტანეთის 24%-იანი ლიდერი არ ეგუება პოლიციელებზე თავდასხმებს გაერთიანებულ სამეფოში… ხოლო – საქართველოს 55%-ზე მეტი რეიტინგის მქონე მთავრობა უნდა შეეგუოს ქართველ სამართალდამცველებზე თავდასხმას? პროცენტები იმის საილუსტრაციოდ დავწერე, რომ ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე ევროპელი ლიდერები, 1 200 000 ადამიანის არჩეულ ქართულ მთავრობას დემოკრატიას უწუნებენ და ქართველი სამართალდამცველების წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ კამპანიას ახალისებენ. ანუ, რაც არ მოსწონთ ევროპაში, საქართველოში ნებადართულია?! თუმცა – მაკრონები, სტარმერები და მერცები, ისე არიან ევროპის ლეგიტიმური ლიდერები, როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენია რუსეთის შემაკავებელი და ევროკავშირის ეკონომიკური კრიზისის მომგვარებელი. “დიფ სთეითი რა არისო” – ბევრს გაინტერესებთ და სხვა კი არაფერია – ურეიტინგო, ლეგიტიმაციამორღვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომ კვლავ მმართველობით რგოლებში არიან?!“ – წერს ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
Next: იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.