Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

მარშალ პრესი 15/09/2025
547173569_1171618475020736_8637359401814023447_n
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ მხეიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ, მინდია დიასამიძესთან და საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელ ლიკა გოგიტიძესთან ერთად, ხელვაჩაურის N1 და N2 საბავშვო ბაღებს ესტუმრა.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა აღსაზრდელებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო პროცესი უსურვეს.
მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება, უკვე დასრულდა საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ ახალსოფელში და მიმდინარეობს საბავშვო ბაღის მშებლობა სოფელ ერგესა და განთიადში.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, პრიორიტეტი კვლავაც განათლების ხარისხის გაუმჯობესება და სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურული გაძლიერებაა. წლის განმავლობაში იგეგმება როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, ისე სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერა.

Post navigation

Previous: შვედეთის მთავრობა კანონის უზენაესობაზე ლექციებს გვიკითხავს, ამასობაში, კრიმინალური ქსელები შვედ ბავშვებს მკვლელებად იყენებენ, რადგან იციან, რომ სისტემა მათ არ დასჯის – ვიქტორ ორბანი
Next: ბრიტანეთის 24 პროცენტიანი ლიდერი არ ეგუება პოლიციელებზე თავდასხმებს გაერთიანებულ სამეფოში, ხოლო, საქართველოს 55 პროცენტზე მეტი რეიტინგის მქონე მთავრობა უნდა შეეგუოს ქართველ სამართალდამცველებზე თავდასხმას?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.