Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი- აუცილებლად გავაგრძელებთ იმ სწორ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რასაც ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” წლებია ახორციელებს

მარშალ პრესი 13/09/2025
547937059_1275208964413360_7616513751466824960_n

ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი აგრძელებს მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციას. ის ამჯერად, ზღვისუბნის მე-3 მრ, მე-5 კვ, N22 კორპუსს ეწვია და ამომრჩევლებთან საუბარი ჰქონდა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. “მისამართზე ცოტა ხნის წინ მოწესრიგდა გზის საფარი. უახლოეს პერიოდში კი სკვერის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა საპარკე ინფრასტრუქტურა და შადრევანი. ზღვისუბნის მოსახლეობას კი გამუჯობესებული საცხოვრებელი გარემო პირობები შეექმნება.

ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ იმ სწორ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რასაც ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” წლებია ახორციელებს.”- წერს ბენდელიანი. დღესვე, ირაკლი ბენდელიანი ნაძალადევის რაიონის გამგებელთან ირაკლი ანდღულაძესთან ერთად ზღვისუბნის მე-3 მრ, მე-5 კვ, ე.წ. ,,ალიონის” დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. ბენდელიანის თქმით, მათი მიზანი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვაა, რაც პირველ რიგში, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნითა და სხვადასხვა ხელშემწყობი პროგრამის განხორციელებით გამოიხატება. “ასამდე უსახლკარო ოჯახის მთავარი საზრუნავი საცხოვრებელი ფართის დაკანონებაა, რაზეც კერძო მესაკუთრესთან საქმის სამართლებრივი წარმოება მიმდინარეობს. კახა კალაძის მერობის პერიოდში სახელმწიფო ან მუნიციპალურ ბალანსზე არსებულ ქონებაში, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად პროგრამის ფარგლებში 3 300-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. აღნიშნული პროგრამა ,,ალიონის” მოსახლეობაზე ვერ ვრცელდება, რადგან მოქალაქეები კერძო საკუთრებაში ცხოვრობენ. მე ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში გამოვთქვამ მზაობას დავეხმარო ,,ალიონის” მცხოვრებლებს. ჩვენი მიზანი სწორედ მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვაა, რაც პირველ რიგში, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნითა და სხვადასხვა ხელშემწყობი პროგრამის განხორციელებით გამოიხატება.”- წერს ბენდელიანი.

Post navigation

Previous: ლევან ხაბეიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, შესაბამისად, მისგან ასეთი ტიპის შეთავაზება ქრთამი იქნება, თუ დამხობა, რელევანტურად შეიძლება ჩაითვალოს
Next: ასე დაქსაქსულები, ასე დაშლილები, ასე ჩამორჩენილები, ასე გათითოკაცებულები, მთელი ქვეყნის ნაცელიტა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.