Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლევან ხაბეიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, შესაბამისად, მისგან ასეთი ტიპის შეთავაზება ქრთამი იქნება, თუ დამხობა, რელევანტურად შეიძლება ჩაითვალოს

მარშალ პრესი 13/09/2025
levan machavariani

ხაბეიშვილი რასაც პირდაპირ ეთერში საუბრობდა და არაერთხელ უსაუბრია, განუწყვეტელ რეჟიმში იგი ხან ქრთამს პირდებოდა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს, ხან დამხობაზე საუბრობდა მოურიდებლად. ყველას შევახსენებ, რომ იგი არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, შესაბამისად, მისგან ასეთი ტიპის შეთავაზება ქრთამი იქნება, თუ დამხობა, რა თქმა უნდა, რელევანტურად შეიძლება ჩაითვალოს, – განუცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებს.

მაჭავარიანის განცხადებით, რამდენადაც ლევან ხაბეიშვილი არ არის რიგითი მოქალაქე, მის განცხადებებს აქვს საფუძველი, შესაბამისად გამოძიება რა მუხლებითაც დაიწყო ლოგიკურია.

„ის არ არის ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, რომელსაც პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს , შესაბამისად, მის განცხადებებს საფუძველი აქვს და აქედან გამომდინარ სწორედ ამ მუხლებით არის გამოძიება დაწყებული, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია“,- აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

Post navigation

Previous: ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭელიძე ამომრჩევლებს კაჭრეთისა და ურიდიას ქუჩებზე შეხვდა
Next: ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი- აუცილებლად გავაგრძელებთ იმ სწორ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რასაც ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” წლებია ახორციელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.