Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიდი შეთქმულების შემადგენელი ნაწილებია – ერთიანი სცენარი კეთდებოდა, რომლითაც ფიქრობდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში უნდა მომხდარიყო საქართველოში ცეცხლის კერების გაჩენა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა

მარშალ პრესი 13/09/2025
giorgi sosiashvili

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი „ჰექსოგენის“ საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არსებული შეთქმულების სცენარის ერთ-ერთი ნაწილია. სოსიაშვილი მიმოიხილავს განვლილ პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს, რომელსაც სათავეში უკრაინელი მაღალჩინოსნები ედგნენ. მისივე თქმით, „ჰექსოგენის“ შემოტანით თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოხდებოდა ცეცხლის კერების გაღვივება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. „ეს არის ერთი დიდი შეთქმულების შემადგენელი ნაწილები, სცენარის შემადგენელი ეპიზოდებია. გახსოვთ, ჯერ ნაც ბანდის ბელადის შემოპარებამ არაჟნის კონტეინერით, გადატრიალების მცდელობები, მათ ჰქონდათ იმედი, რომ საქართველოში ტემპერატურა აიწეოდა, რევოლუცია მოხდებოდა მორიგ ჯერზეც და თავიანთ აგენტურას მოიყვანდნენ, მაგრამ ამას ვერ ეღირსნენ, შემდეგ ამას მოჰყვა, გვახსოვს ჩვენ მათი უკრაინის მაღალჩინოსანთა მოწოდებები, რომ „გაგვესეირნებინა“ ცხინვალსა და აფხაზეთში, ჩვენი ძმებისთვის, ოსებისთვის და აფხაზებისთვის უნდა გვესროლა.

ბუნებრივია, ამაზე ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ვინ წავიდოდა, ვერ მიაღწიეს თავიანთ სასურველ მიზანს და ჩვენ ვხედავთ, ბოლო დღეებში არსებულ სიტუაციას ვგულისხმობ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანა და დაკავებული ფიგურანტის მიერ უკრაინის სპეცსამსახურების ხსენება ეს არის საგანგაშო ამბავი და მე პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის 24 საათიანი მუშაობის შედეგია, რომ დროულად იქნა აღკვეთილი ეს ტერაქტების სერია, რომელიც სავარაუდოდ უნდა მომხდარიყო და ეს ერთიანი სცენარი კეთდებოდა, რომლითაც ფიქრობდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში უნდა მომხდარიყო საქართველოში ცეცხლის კერების გაჩენა და ძალადობრივი გზით უნდა დაემხოთ ხელისუფლება, აი ამასთან გვქონდა საქმე. წარმოიდგინეთ როგორ იმეტებენ ქართველ ხალხს თავიანთი ადგილობრივი აგენტურის, ამ ფაშისტების დახმარებით და არაფრად არ მიაჩნიათ სისხლისღვრა, დედაქალაქში ტერორისტული აქტების ჩადენა. ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერებების შემოტანა და ადამიანების მოკვდინება არაფერს არ წარმოადგენს ქართველი ხალხი მათთვის და რაც ყველაზე მთავარია, ადგილობრივი, ეთნიკურად ქართველი, მაგრამ სულით უსამშობლო ადამიანების მეშვეობით და მათი დახმარებით“,- აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.

Post navigation

Previous: თუ არსებობს რესურსი იმისა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია დაკომპლექტდეს და წარგზავნილ იქნას ჩეხეთში დამკვირვებლად, რატომ არ არსებობდა იგივე რესურსი, იგივე დროში, რომ საქართველოში ჩამოსულიყო სადამკვირვებლო მისია – ეს გახლავთ ორმაგი სტანდარტი და ჩვენ უკვე აღარ გვიკვირს ეს
Next: დიფ სთეითმა ნეპალში დაიწყო რეჟიმის ცვლილების ორკესტრირება, რადგან დამოუკიდებელი ინტერნეტი ამერიკისთვის კონტროლის დაკარგვას და სხვა ქვეყნებისთვის საშიშ პრეცედენტს ქმნიდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.