Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თუ არსებობს რესურსი იმისა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია დაკომპლექტდეს და წარგზავნილ იქნას ჩეხეთში დამკვირვებლად, რატომ არ არსებობდა იგივე რესურსი, იგივე დროში, რომ საქართველოში ჩამოსულიყო სადამკვირვებლო მისია – ეს გახლავთ ორმაგი სტანდარტი და ჩვენ უკვე აღარ გვიკვირს ეს

მარშალ პრესი 13/09/2025
giorgi gabunia

ეს გახლავთ ორმაგი სტანდარტი და ჩვენ უკვე აღარ გვიკვირს ეს ორმაგი სტანდარტები საქართველოსთან მიმართებაში, თუ არსებობს რესურსი იმისა, რომ სადამკვირვებლო მისია დაკომპლექტდეს და წარგზავნილ იქნას ჩეხეთში დამკვირვებლად, რატომ არ არსებობდა იგივე რესურსი, იგივე დროში და იგივე ვადაში, რომ საქართველოში ჩამოსულიყო ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია და დაჰკვირვებოდა საქართველოში საარჩევნო პროცესს – ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გაბუნის თქმით, ეუთო/ოდირი არის სერიოზული ზეწოლის ქვეშ ევრობიუროკრატთა მხრიდან.

“როდესაც 2007 წელს სააკაშვილი გადადგა პრეზიდენტობიდან და დაინიშნა ხელახალი არჩევნები, ზუსტად მაშინაც ერთ თვეზე ნაკლებ დროში ეუთო/ოდირმა გამოაგზავნა სადამკვირვებლო მისია საქართველოში და თუ სააკაშვილმა მიმართა ეუთო/ოდირს და რატომ გააკეტეს ეს ყველაფერი, იმისთვის რომ „გაეპრავებინათ“ სააკაშვილის გაყალბებული არჩევნები?! ეუთო/ოდირმა მაშინ, პრაქტიკულად „გაუპრავა“ მაშინდელი საპრეზიდენტო არჩევნები და კიდევ ერთხელ ეს ნათლად ადასტურებს იმას, რომ ეუთო/ოდირს ძალიან სერიოზული ზეწოლა აქვს ევრობიუროკრატების მხრიდან და არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით”,-აცახდებს გიორგი გაბუნია.

Post navigation

Previous: პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება წარუდგინა
Next: დიდი შეთქმულების შემადგენელი ნაწილებია – ერთიანი სცენარი კეთდებოდა, რომლითაც ფიქრობდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში უნდა მომხდარიყო საქართველოში ცეცხლის კერების გაჩენა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.