Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღევანდელი გადმოსახედიდან გამოდის, რომ ოპოზიციის აქტივისტები მხარს უჭერენ ჩარლი კირკის მკვლელობის ავტორს, ვერ ვხვდები, შეკვეთით აკეთებენ ამას თუ იდიოტები არიან

მარშალ პრესი 11/09/2025
iago khvichia

დღევანდელი გადმოსახედიდან გამოდის, რომ ოპოზიციის აქტივისტები მხარს უჭერენ ჩარლი კირკის მკვლელობის ავტორს, ვერ ვხვდები, შეკვეთით აკეთებენ ამას თუ იდიოტები არიან, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, კირკის მკვლელობა შემზარავი ბოროტებაა.

„შემზარავი ბოროტება მოხდა. უდანაშაულო ადამიანი მოკლეს მის მიერ გამოთქმული აზრის გამო მაშინ, როდესაც არგუმენტი ვერ დაუპირისპირეს. ამ ტრაგედიას ჩვენს ლოკალურ დონეზე ამძაფრებს ის, რომ ადამიანები, რომლები ოპოზიციონერებად ასაღებენ თავს და ხელისუფლებას უპირისპირდებიან, თავიანთი ქმედებებით მიდრეკილნი უნდა იყვნენ, შეინარჩუნონ ან მოიპოვონ მორალური უპირატესობა, თუმცა ანიავებენ, ხელისუფლებას აბარებენ ამ მორალურ უპირატესობას. დღევანდელი გადმოსახედიდან გამოდის, რომ ოპოზიციის აქტივისტები მხარს უჭერენ, ამხნევებენ ამ საზარელი დანაშაულის ავტორს, ხოლო „ქართული ოცნება“ გამოდის ვითომ დამცველი კონსერვატიული ღირებულებებისა და ადამიანის სიცოცხლის. ვერ ვხვდები, ქმედებებს, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალყურს, „ქართული ოცნების“ მიერ ორკესტრირებულია და მათთან შეკვეთით აკეთებს ოპოზიციონერი აქტივისტების დიდი ნაწილი თუ უბრალოდ იდიოტები არიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.

Post navigation

Previous: ცესკოსა და აჭარის უსკო-ს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
Next: ენჯეო რომ ხარ, წელიწადში ერთხელ გამოაქვეყნე შენი ფინანსური დეკლარაცია, არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი იმიტომ, რომ თავის დროზე გაუმჭვირვალედ უნდა მიეღოთ დიდი თანხები, რომლებიც პირდაპირ იყო მიმართული რევოლუციების მცდელობისკენ, ეკლესიაზე თავდასხმისა და ნარკოტიკების პოპულარიზაციისკენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.