Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენი მოთმინებით გავაოგნეთ ამ ზნედაცემული ოპოზიციის პატრონები, ლობისტები კი არა – არამედ პატრონები უცხოეთში

მარშალ პრესი 09/09/2025
tamar chiburdanidze

მელიქიშვილის გამზირზე, კახი კალაძის საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რთულია მხარდამჭერებს მოუწოდო რადიკალური ოპოზიციის ლიდერებისგან და მხარდამჭერების მხრიდან წამოსული უზნეობის აიტანონ.

მისივე თქმით, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებული მოვლენები მოსალოდნელი იყო, რადგან ბოლო ერთი წლის განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მმართველი პარტიისა და მათი მხარდამჭერების მისამართით უწყვეტად გრძელდება უზნეო და უმსგავსო ქცევები, რაც უკვე აუტანელი გახდა.

„გუშინდელი დღე მოსალოდნელი იყო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ იმ უზნეობას და უმსგავსობას, რაც ოპოზიციის მხრიდან მოდის მმართველი პარტიისა და მათი მხარდამჭერების მისამართით. ეს ყველაფერი უკვე აუტანელია. როგორც პედაგოგს უფლება არ მაქვს მოვიწონო აგრესია ნებისმიერი მხრიდან, ურთიერთშელაპარაკება და ხელჩართული ჩხუბი, მაგრამ ასევე არ მაქვს უფლება მოვუწოდო, ამ შემთხვევაში კახი კალაძის შტაბის წევრებს, მოითმინონ ზღვარს გადასული შეურაცხყოფა. მე ოჯახის წევრებს ვეღარ ვაკავებ.

ჩემი ოჯახი ახლოს ცხოვრობს რუსთაველის გამზირთან და ბევრჯერ გვქონდა სარისკო მომენტი. ასეა ყველა ვინც მთაწმინდაზე ცხოვრობს. როდესაც მოდის ღია აგრესია და ეს აგრესია გამოხატულია ყველაზე მდაბიო ქცევებით, უზნეობით, შეურაცხყოფით და რაც მთავარია სახლში მოვარდნით ძნელია აიტანო. კახი კალაძის საარჩევნო შტაბში მიდიან ყოველდღე და წყობიდან გამოჰყავთ იქ მომუშავე თანამშრომლები.
ძალიან რთულია გუშინდელ ფაქტზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ ასევე ძალიან რთულია ადამიანებს მოუწოდო მოთმენისკენ, მოთმინებისკენ, რომლის ფიალა უკვე აივსო. მხარდამჭერები მუდმივად გვეკითხებიან, როგორ ითმენთ ამდენსო?
ჩვენი მოთმინებით მსოფლიო მართლა გავაოგნეთ, გავაოგნეთ ამ ზნედაცემული ოპოზიციის პატრონები, ლობისტები არა – არამედ პატრონები უცხოეთში,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

Post navigation

Previous: უკრაინის შესახებ კაია კალასის სიტყვით გამოსვლას მხოლოდ რამდენიმე ევროპარლამენტარი დაესწრო
Next: მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ვაჟკაც, ნამდვილ ქართველ ბიჭებს, ვინც გუშინ შტაბში იმყოფებოდნენ და მოახერხეს თავის შეკავება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.