Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უკრაინის შესახებ კაია კალასის სიტყვით გამოსვლას მხოლოდ რამდენიმე ევროპარლამენტარი დაესწრო

მარშალ პრესი 09/09/2025
europarliament

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი, ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.

როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, კალასმა საუბარი თითქმის ცარიელ დარბაზში დაიწყო. მის სიტყვას, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას შეეხებოდა, მხოლოდ რამდენიმე ევროპარლამენტარი უსმენდა.

კალასის თქმით, საერთაშორისო ძალისხმევა ომის დასასრულებლად ბოლო თვეებში გაძლიერდა, თუმცა, რუსეთის პასუხი უფრო მეტი აგრესიაა. მან ასევე ისაუბრა სრულმასშტაბიანი ომის დაწების დროიდან – 2022 წლიდან უკრაინისთვის რომ გაწეულ დახმარებაზე, რომელიც, კალასის თქმით 169 მილიარდ ევროს შეადგენს, რომლიდანაც 63 მილიარდი სამხედრო დახმარებისთვის იყო განკუთვნილი.

“წელს კი, წევრი სახელმწიფოები გამოყოფენ იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე – 25 მილიარდ ევროს. ახლა მათ ასევე მიაწოდეს საბრძოლო მასალის 80%-ი ჩვენი მიზნიდან, რომელიც 2 მილიონი საბრძოლო მასალის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ოქტომბრისთვის ჩვენი მიზანია 100%-ით უზრუნველყოფა. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა, საკუთარი მოქალაქეების დაცვა და უპასუხოს აგრესიას.” – აღნიშნა კაია კალასმა.

იხილეთ ვიდეო:

 

Post navigation

Previous: ქართულ საზოგადოებას პიროვნული დაპირისპირების ეს ფორმა და დონე არ უნდა ახასიათებდეს, რომელიც ამ „ოლეთა“ სექტას სჩვევია. გოგოების მხრიდან დედის გინება სტრატეგიული ამოცანა და სცენარის ნაწილია- ვინმე თუ მოძალადეა, „ოლეთა ჯგუფი“ და სექტაა
Next: ჩვენი მოთმინებით გავაოგნეთ ამ ზნედაცემული ოპოზიციის პატრონები, ლობისტები კი არა – არამედ პატრონები უცხოეთში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.