Skip to content
22/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენი მხრიდანაც ბევრი ადამიანი იღებდა [დაპირისპირების კადრებს] და იქითა მხარემ დაიწყო პირდაპირ ტელეფონებზე ნადირობა – მე რა ინფორმაციასაც ვფლობ, შემდეგ ერთმანეთს ტელეფონებს ართმევდნენ, ბუჩქებში ისროდნენ, რა მნიშვნელობა აქვს, ყველა კადრი ისედაც აღბეჭდილია, მელიქიშვილზე ასამდე ვიდეოკამერაა დამონტაჟებული

მარშალ პრესი 09/09/2025
levan machavariani3

კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მაჭავარიანმა, მელიქიშვილის გამზირზე, ოპოზიციონერ რადიკალებსა და “ქართული ოცნების” შტაბში მყოფებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი და ერთ-ერთი ოპოზიციონერი აქტივისტის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელმაც მმართველი პარტიის მხარდამჭერები ტელეფონის წართმევაში დაადანაშაულა.

მაჭავარიანის განცხადებით, დაპირისპირების კადრებს ორივე მხრიდან ბევრი ადამიანი იღებდა, იქითა მხარემ კი დაიწყო ტელეფონებზე “ნადირობა”, რაც შემდეგ “ურთიერთნადირობაში” გადაიზარდა. მისივე ინფორმაციით, აქტივისტები ტელეფონებს ერთმანეთს ართმევდნენ და ბუჩქებში ისროდნენ, თუმცა, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც ისედაც ასამდე კამერაა დამონტაჟებული, ყველა კადრი მაინც აღბეჭდილია.

“ტელეფონებთან დაკავშირებით, ჩვენი მხრიდანაც ბევრი ადამიანი იღებდა [დაპირისპირების კადრებს], ვინაიდან, წინასწარ ვიცოდით რომ მოდიოდნენ, შემდეგ ისეთი კადრები რომ არ ყოფილიყო მხოლოდ, რომელიც მათ აწყობთ-ხოლმე, სადაც თავიანთი აგრესია არ არის ხოლმე კადრებში გამოჩენილი და იქითა მხარემ დაიწყო პირდაპირ ტელეფონებზე ნადირობა და რაღაც ურთიერთნადირობაში გადაიზარდა ეს. მე რა ინფორმაციასაც ვფლობ, შემდეგ ერთმანეთს ტელეფონებს ართმევდნენ, ბუჩქებში ისროდნენ, რა მნიშვნელობა აქვს, ყველა კადრი ისედაც აღბეჭდილია – მელიქიშვილის გამზირზე ვიმყოფებით, სადაც ასამდე ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, მაინც ყველაფერია გადაღებული.” – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

Post navigation

Previous: გომბორში სსიპ თავდაცვის მოხალისის საბაზისო მომზადების პირველი კურსი დასრულდა
Next: ეს არის მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც გარედან იმართება ფაშისტების და “ნაც-ტიტუშკების” მეშვეობით – მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დღეს ფიზიკურად შტაბიდან არავინ გავიდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.