Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

გომბორში სსიპ თავდაცვის მოხალისის საბაზისო მომზადების პირველი კურსი დასრულდა

მარშალ პრესი 09/09/2025
40044

სსიპ თავდაცვის მოხალისის ორგანიზებით, გომბორში „თავდაცვის მოხალისის საბაზისო მომზადების“ პირველი კურსი დასრულდა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სსიპ თავდაცვის მოხალისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი არაბული დაესწრნენ. მათ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.

რვადღიანი თეორიული და პრაქტიკული მომზადება ორგანიზაციის – „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ 25-მა მოხალისემ დაასრულა. მათ გაიარეს საცეცხლე, ტაქტიკური და საინჟინრო მომზადება, შეისწავლეს კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენება, გაეცნენ საინფორმაციო ოპერაციებს, სამხედრო ტოპოგრაფიას და ლოჯისტიკის მართვას. სწავლებას თავდაცვის ძალების კვალიფიციური ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ.

ღონისძიების დასასრულს, კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. სსიპ თავდაცვის მოხალისის მომზადების პროგრამა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ძირითად, საბაზისო და სამეთაურო მომზადებას. მისი მიზანია მოხალისეთა შესაძლებლობების გაძლიერება, თავდაცვის მოხალისეობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა და მათი თავდაცვის ძალებთან თავსებადობის გაზრდა.

Post navigation

Previous: დღეს შეიკრიბებიან თუ ხვალ კალაძის საარჩევნო შტაბთან თუ სხვაგან მორიგი მცირეხნიანი პროვოკაციისთვის, მოწოდების დონეზე მყოფი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები დაასწრებენ გაბრაზებულ საზოგადოებას და არ დაუშვებენ მასობრივ შფოთს
Next: ჩვენი მხრიდანაც ბევრი ადამიანი იღებდა [დაპირისპირების კადრებს] და იქითა მხარემ დაიწყო პირდაპირ ტელეფონებზე ნადირობა – მე რა ინფორმაციასაც ვფლობ, შემდეგ ერთმანეთს ტელეფონებს ართმევდნენ, ბუჩქებში ისროდნენ, რა მნიშვნელობა აქვს, ყველა კადრი ისედაც აღბეჭდილია, მელიქიშვილზე ასამდე ვიდეოკამერაა დამონტაჟებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.