Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ლორინც ნაჩა: უნგრეთი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს – კრიზისულ სიტუაციებში, კარგი იქნება, ევროკავშირმა სტატუსი მიანიჭოს ქვეყნებს, რომელთაც, ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიზნის მისაღწევად ბევრი იმუშავეს

მარშალ პრესი 23/06/2022
ლორინც ნაჩა

უნგრელი დეპუტატი, ქრისტიან-დემოკრატების (KDNP) პარტიის წევრი ლორინც ნაჩა აცხადებს, რომ უნგრეთი მხარს დაუჭერს საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებას, ამასთან ერთად – უკრაინისა და მოლდოვას სტატუსსაც.

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში, ნაჩამ თქვა, რომ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ინტეგრაცია „არ უნდა განიხილებოდეს უკრაინისა და მოლდოვისგან განცალკევებით“.

„კრიზისულ სიტუაციებში, კარგი იქნება, ევროკავშირმა გამოიყენოს შესაძლებლობა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს ქვეყნებს, რომელთაც, ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი იმუშავეს ამ მიზნის მისაღწევად“, – აღნიშნა ნაჩამ.

Post navigation

Previous: სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
Next: ზელენსკი: უკრაინა იმედგაცრუებულია ისრაელის მთავრობისგან მიღებული მატერიალური და დიპლომატიური მხარდაჭერით – სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვხედავთ, რომ ისრაელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს შეუერთდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.