Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ ძალებს საქართველოში რევოლუცია სჭირდება, რადგან ისინი ხელისუფლებაში მოსვლას ხალხის მხარდაჭერით ვერ ახერხებენ, სწორედ ამიტომ აწყობენ ბინძურ პროვოკაციების

მარშალ პრესი 08/09/2025
davit chikhelidze

მელიქიშვილის ქუჩაზე მომხდარი ამბავი არც უცნაურია და არც მოულოდნელი. ვინც ძალადობას ავრცელებს, ვინც საზოგადოებას ქუჩის არეულობას სთავაზობს – აუცილებლად მიიღებს შედეგს. წარმოიდგინეთ, რომ საკუთარ სახლში ხართ, მეგობრებთან ერთად – უცნობი ბრბო შემოდის, სახლს გიზიანებს, გაგინებს, ფიზიკურ შეურაცხყოფას გაყენებს და ა.შ. რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ადამიანს? რა თქმა უნდა, ლოგიკური და შესაბამისი პასუხი – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ეს არის პირდაპირი მაგალითი იმისა, რომ დესტრუქციული ქმედებები, პოლიტიკური მანიპულაციები ან ძალადობრივი რიტორიკა არასოდეს რჩება უშედეგოდ.

“მელიქიშვილის ქუჩაზე მომხდარი ამბავი არც უცნაურია და არც მოულოდნელი. ვინც ძალადობას ავრცელებს, ვინც საზოგადოებას ქუჩის არეულობას სთავაზობს – აუცილებლად მიიღებს შედეგს. წარმოიდგინეთ, რომ საკუთარ სახლში ხართ, მეგობრებთან ერთად – უცნობი ბრბო შემოდის, სახლს გიზიანებს, გაგინებს, ფიზიკურ შეურაცხყოფას გაყენებს და ა.შ. რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ადამიანს? რა თქმა უნდა, ლოგიკური და შესაბამისი პასუხი.

ესაა პირდაპირი მაგალითი იმისა, რომ დესტრუქციული ქმედებები, პოლიტიკური მანიპულაციები ან ძალადობრივი რიტორიკა არასოდეს რჩება უშედეგოდ. ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა, კოლექტიურმა აკაცუკებმა მელიქიშვილის გამზირზე პროვოკაცია მოაწყო (ეს არ ყოფილა სპონტანური პროცესი) შემდეგ კი ჩაგრულის მანტია და კრავის ტყავი მოირგეს.

ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ ძალებს საქართველოში რევოლუცია სჭირდება, რადგან ისინი ხელისუფლებაში მოსვლას ხალხის მხარდაჭერით ვერ ახერხებენ, სწორედ ამიტომ აწყობენ ბინძურ პროვოკაციების, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ქარის დამთესავი ქარიშხალს მოიმკის.” – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი- საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს ვაგრძელებ. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, რომ თბილისი იყოს უფრო სუფთა, მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე ქალაქი
Next: გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი ტიტუშკები, დღეს, უკვე მესამედ, ფაშისტური შეძახილებით, თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.