Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი- საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს ვაგრძელებ. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, რომ თბილისი იყოს უფრო სუფთა, მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე ქალაქი

მარშალ პრესი 08/09/2025
545380556_1572409810836451_6708570251569926202_n

ნაძალადევის რაიონის თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს აგრძელებს. ის ამჯერად ზღვისუბნის მე-9 და მე-10 კვარტლის მაცხოვრებლებს შეხვდა და არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. “საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს ვაგრძელებ. ამჯერად, ზღვისუბნის მე-9 კვარტალს ვეწვიე, სადაც N15ა და N15ბ კორპუსების მცხოვრებლები დამხვდნენ. მათ გამაცნეს უბანში არსებული პრობლემები და ის საკითხები, რომლებიც ყურადღებას საჭიროებს.

ვისაუბრეთ ამ გამოწვევების გადაჭრის გზებზე. ერთმანეთს გავუზიარეთ მომავლის ხედვა, თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი უბნისა და დედაქალაქის უკეთესი მომავალი. მოქალაქეთა ჩართულობას ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, რომ თბილისი იყოს უფრო სუფთა, მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე ქალაქი”- აღნიშნავს ბენდელიანი. როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი აღნიშნავს, გააგრძელებს იმ სწორ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რასაც წლებია ,,ქართული ოცნების“ გუნდი წარმატებით ახორციელებს. “შემდეგი შეხვედრა ზღვისუბნის მე-10ა კვარტლის N43 და N44 კორპუსებს შორის გავმართეთ. ამომრჩევლებმა გამოწვევებთან და საჭიროებებთან ერთად, საინტერესო იდეები გამაცნეს. ამ მნიშვნელოვან პროცესში კი მხარდაჭერა და ნდობა გამომიცხადეს. ჩვენ ყველა ერთად აქტიურად ვიმუშავებთ ზღვისუბნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. გავაგრძელებთ იმ სწორ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რასაც წლებია ,,ქართული ოცნების“ გუნდი წარმატებით ახორციელებს. რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და მრავალფეროვანი სოციალური პროგრამების გაგრძელებას გულისხმობს.”- წერს ბენდელიანი.

Post navigation

Previous: ნაცმანქურთებო, გონს მოეგეთ! ვერანაირი საპოლიციო კორდონი ვერ დაგიცავთ ხალხის სამართლიანი გულისწყრომისგან! რასაკვირველია, სამოქალაქო დაპირისპირება ვერანაირად მოხდება
Next: ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ ძალებს საქართველოში რევოლუცია სჭირდება, რადგან ისინი ხელისუფლებაში მოსვლას ხალხის მხარდაჭერით ვერ ახერხებენ, სწორედ ამიტომ აწყობენ ბინძურ პროვოკაციების

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.