ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებას – ვფიქრობ, ჩვენ დავეთანხმებით ევროკომისიას, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა.
„ევროკომისიის მოსაზრებების მიხედვით, მკაფიო ევროპული პერსპექტივაა უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის. სამივეს ძალიან ბევრი აქვთ გასაკეთებელი, განსაკუთრებით საქართველოს იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მაგრამ ევროპული პერსპექტივა და ევროპული ამბიცია ნათელია და მკაფიო. უნდა ვიმუშაოთ და ნიდერლანდები ორმხრივადაც მუშაობს საქართველოსთან ბევრ პროგრამებში იმ დონემდე მისასვლელად, რომ მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი.
ევროკომისია ძალიან მკაფიოა ამ საკითხებში. ეს მოსაზრებები ერთის მხრივ ამბობს: უკრაინამ და მოლდოვამ უფრო მეტ პროგრესს მიაღწიეს და ეს პროგრესი საკმარისია კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, მაგრამ მოლაპარაკებების დასაწყებად ბევრი რამე არის გასაკეთებელი.
კომისიის რეკომენდაციების მიხედვით, თქვენ როგორც ხედავთ საქართველო ერთი ნაბიჯით უკანაა. ასე ვიტყოდი, ჭიქა ნახევრად სავსეა და არაა ნახევრად ცარიელი. ქართველი ხალხი დაინახავს , რომ ევროპიდან არის მკაფიო მზადყოფნა ევროპული ამბიციის აღიარების და ასე ვეუბნებით საქართველოს, მოდით ცოტა მეტია გასაკეთებელი“, – განაცხადა ნიდერლანდების პრემიერმა.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. საკითხის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს. მსჯელობის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციას გამართავენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერლაიენი, ასევე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები.
ევროკავშირის საბჭოში საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიში და რეკომენდაციები გაგზავნილია.
დღეს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც ითხოვს, კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს უკრაინასა და მოლდოვას და ძლიერი პოლიტიკური სიგნალი გაეგზავნოთ ევროპული პერსპექტივის სახით საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას.
მუხროვანში სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო საპილოტე კურსი დასრულდა