Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და წლებია ამ ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ როდესაც მიწის ნაკვეთის შეძენა გადაწყვიტა, რუსებს დაურეკა და მათგან აიღო რჩევა, სად შეეძინა ქონება – სასაცილოა ხო?

მარშალ პრესი 07/09/2025
zurab kadagidze

ნოდარ მელაძის “მატყუარების გუნდის” სიუჟეტი ვნახე, სადაც ჯერ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან ამოგლიჯეს კონტექსტი უსინდისოდ, მაგრამ მაგას გასცა პასუხი “ტვ იმედმა” და მე აღარ შევჩერდები. ჩემი ინტერესი გამოიწვია ვიღაც ასათიანთან ინტერვიუს ამ ნაწილმა და ზოგადად, ფსკერის ამ მონაკვეთმა. თურმე, პარალელურად ხდება ის, რომ ბიძინა ივანიშვილი თან საფრანგეთის მოქალაქეა და წლებია ამ ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ როდესაც მიწის ნაკვეთის შეძენა გადაწყვიტა, რუსებს დაურეკა და მათგან აიღო რჩევა, სად შეეძინა ქონება – წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში. როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, იმდენად დაბალი წარმოდგენა აქვთ თავის მაყურებელზე, რომ მსგავს სისულელეს აწვდიან და იმედი აქვთ, რომ დაიჯერებენ. “რომ იფიქრებ, აი ახლა ჩახვრიტა ფსკერი “ტვ პირველმა” და მეტი რაღამ უნდა გაგაკვირვოსო, აი მაშინ კიდევ უფრო დიდ სიგოიმეს და ფსკერს გამოაგდებენ.

ნოდარ მელაძის “მატყუარების გუნდის” სიუჟეტი ვნახე, სადაც ჯერ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან ამოგლიჯეს კონტექსტი უსინდისოდ, მაგრამ მაგას გასცა პასუხი “ტვ იმედმა” და მე აღარ შევჩერდები. ჩემი ინტერესი გამოიწვია ვიღაც ასათიანთან ინტერვიუს ამ ნაწილმა და ზოგადად, ფსკერის ამ მონაკვეთმა. თურმე, პარალელურად ხდება ის, რომ ბიძინა ივანიშვილი თან საფრანგეთის მოქალაქეა და წლებია ამ ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ როდესაც მიწის ნაკვეთის შეძენა გადაწყვიტა, რუსებს დაურეკა და მათგან აიღო რჩევა, სად შეეძინა ქონება… სასაცილოა ხო? მე ვიტყოდი, უფრო ფსკერის ჩახევა და იქედან ფხაჭუნი. ოღონდ რუსული კავშირი დააბრალონ და ასეთ ბოდვებსაც უშვებენ ეთერში. თან, იმდენად დაბალი წარმოდგენა აქვთ თავის მაყურებელზე, რომ მსგავს სისულელეს აწვდიან და იმედი აქვთ, რომ დაიჯერებენ. რავიცი, მე პირადად ძალიან მომწონს ოპოზიციის პროპაგანდისტების ასეთი სიქაჯე – რაც უფრო ჩაეფლობიან ტყუილის და ბოდვის მორევში, მით უკეთესი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილისათვის.” – წერს ქადაგიძე.

<>

Post navigation

Previous: უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ამას ჰქვია საბოტაჟი სამართლებრივ ენაზე
Next: პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა: მსოფლიოზეც უნდა გავიდეთ, მთავარია მონდომება და ყველაფერს შეძლებთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.