Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ამას ჰქვია საბოტაჟი სამართლებრივ ენაზე

მარშალ პრესი 07/09/2025
shalva papuashvili

უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ზუსტად ამას ჰქვია საბოტაჟი სამართლებრივ ენაზე, თუმცა პოლიტიკურადაც ამ ტერმინოლოგიით შეიძლება შეფასდეს, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრისას.

„ჩვენი თვალით ვხედავდით ცეცხლს, მოლოტოვის კოქტეილებს და ვხედავდით „ენჯეოს“ თანამშრომლებს, რომლებიც იქ იყვნენ. ISFED-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა აღიარა, რომ მათ იყიდეს აირწინაღები და დაურიგეს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ამ ძალადობრივი აქციის მონაწილეები იყვნენ. ეს არის დასტური, რომ ევროკავშირის ფული მიდიოდა ძალადობრივი აქციის მონაწილეების დაფინანსებაში.

აირწინაღს ვინმესთვის ჯანმრთელობის გადარჩენის დანიშნულება არ ჰქონია, მას ჰქონდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის დანიშნულება. როდესაც ტარდება სპეციალური საპოლიციო ღონისძიება, ძალადობრივი აქციის დაშლა ხდება და შენ აძლევ აღჭურვილობას მოძალადეებს, რომ მათ რაც შეიძლება დიდხანს გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: აბა, გაბედონ რამე კანონის წინააღმდეგ – უმკაცრესად იქნებიან დასჯილნი, კანონის ფარგლებში – კახა კალაძე ოპოზიციაზე
Next: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და წლებია ამ ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ როდესაც მიწის ნაკვეთის შეძენა გადაწყვიტა, რუსებს დაურეკა და მათგან აიღო რჩევა, სად შეეძინა ქონება – სასაცილოა ხო?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.