Skip to content
25/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბატონი ანიტას და მისი დავალების მიმცემების მარტივად გასაშიფრ გეგმებს არ უწერია განხორციელება

მარშალ პრესი 06/09/2025
irakli kobakhidze2

ბატონი ანიტას და მისი დავალების მიმცემების გეგმებს არ უწერია განხორციელება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიების მხრიდან 4 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებებს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მათი ეს გეგმა არის მარტივად გასაშიფრი.

„ეს არის ე.წ. ანიტას დავალება და ეს დავალებაც მოდის იმავე ადამიანების მხრიდან, რომლებიც სხვა რაღაცებს ალაპარაკებენ ამ ბატონს. თუმცა, მისი დავალების მიმცემებიც არიან ნატურით ზუსტად ისეთივეები, როგორიც არის ბატონი ანიტა, შესაბამისად მათ გეგმებს არ უწერია განხორციელება. არის კონკრეტული, მარტივად გასაშიფრი გეგმა, რომელიც საპნის ბუშტივით, მარტივად შეგვიძლია გავხეთქოთ და ამ გეგმას არ უწერია განხორციელება. ჩვენ გვაქვს წინასწარი ინფორმაცია იმაზე, თუ რას გულისხმობს ბატონი ანიტა ამ ყველაფერში და ეს არის დავალება იმავე ადამიანების მხრიდან, ვინც სხვა დავალებებსაც აძლევენ მას. აქაც საუბარია ჩვენი გუნდის კონკრეტულ ყოფილ წევრებზე, რომლებსაც სინამდვილეში არავითარი თვისებრივი თავსებადობა არ ჰქონიათ ჩვენს გუნდთან, როგორც მოგვიანებით გაირკვა,“– განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ეუთო ოდირის მოწვევით ჩვენ გამოვხატეთ სრული ღიაობა, არ ველით, რომ ამას ასეთივე დამოკიდებულებით უპასუხებს რადიკალური ოპოზიცია – რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს მხოლოდ მაშინ მოსწონთ არჩევნების შედეგები, როდესაც იმარჯვებს ფსევდო ლიბერალური პოლიტიკური ძალა
Next: თანამედროვე ეპოქაში ყოველივე ქართულთან ბრძოლის ჟინმა, უფრო ძლიერი შემკვეთი იპოვნა – ნეოლიბერალურმა აგენტურამ ეროვნულ ცნობიერებასთან ბრძოლა ქართველთა ისტორიასთან და ამ ისტორიის გამორჩეულ გმირებთან ბრძოლით დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.