Skip to content
18/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არ შეიძლება, საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდეს პოლიტიკა საქართველოში, ეს არის კონსტიტუციური სტანდარტი არამარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერი დემოკრატიულ ქვეყანაში

მარშალ პრესი 05/09/2025
irakli kobakhidze

არ შეიძლება, საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდეს პოლიტიკა საქართველოში, ეს არის კონსტიტუციური სტანდარტი არამარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერი დემოკრატიულ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, გამოძიება დაინტერესდეს ყველა ფაქტით, რომელიც უკავშირდება გარე დაფინანსებით პოლიტიკურ, დემოკრატიულ, საარჩევნო პროცესებში ჩარევას და რადიკალიზმის მხარდაჭერას საქართველოში.

„იცით, რომ წლების განმავლობაში „ენჯეოები“ ფინანსდებოდნენ გარედან და ისინი ამ წლების განმავლობაში იყვნენ ჩართული რევოლუციურ, რადიკალურ პროცესებში და ისინი პირდაპირ იყვნენ შერწყმული კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“, რადიკალურ ოპოზიციასთან. ამისთვის ისინი იყენებდნენ პოლიტიკური მიზნებისთვის უცხოურ დაფინანსებას. არ შეიძლება, საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდეს პოლიტიკა საქართველოში, ეს არის კონსტიტუციური სტანდარტი არამარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერი დემოკრატიულ ქვეყანაში, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, გამოძიება დაინტერესდეს ყველა ფაქტით, რომელიც უკავშირდება გარე დაფინანსებით პოლიტიკურ, დემოკრატიულ, საარჩევნო პროცესებში ჩარევას და მით უმეტეს, რომელიც უკავშირდება გარე დაფინანსებით რადიკალიზმის მხარდაჭერას საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სტრატეგიული კიბერსწავლება დასრულდა
Next: ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იწოდებიან რადიკალურ ოპოზიციად, კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“, წარმოადგენენ საფრთხეს კონსტიტუციური წყობილებისთვის – უცხოელი აგენტებისგან შემდგარი პარტიების პოლიტიკური საქმიანობის დასრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.