Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სტრატეგიული კიბერსწავლება დასრულდა

მარშალ პრესი 05/09/2025
09

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, უსაფრთხოების მართვის ინსტიტუტის სტრატეგიული დონის კიბერსწავლება Operation Cross Shield ჩატარდა.

სწავლების დახურვის ღონისძიებას, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დაესწრო. მან სწავლების მნიშვნელობა აღნიშნა და აშშ-ის წარმომადგენლებსა და სწავლების მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

Operation Cross Shield-ის სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა, რომლებმაც კიბერუსაფრთხოების საფრთხეები განიხილეს, კრიზისულ სიტუაციებში ინფორმაციის გაცვლისა და ერთობლივი რეაგირების სცენარები შექმნეს. სწავლების მონაწილეებმა, ეროვნული კიბერუსაფრთხოების სისტემის გაძლიერებაში, თავდაცვის უწყების როლზე ისაუბრეს.

სწავლება მიზნად ისახავდა ეროვნული კიბერუსაფრთხოების არქიტექტურაში უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწასა და კიბერკრიზისებზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმების სრულყოფას.

Post navigation

Previous: 20 წლით გადავცემთ მიწის ნაკვეთებს ისეთ სუბიექტებს, რომლებსაც სურთ, საკუთარი ხარჯებით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა – მოხარული ვარ, რომ პროგრამის მიმართ არის ძალიან მაღალი ინტერესი
Next: არ შეიძლება, საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდეს პოლიტიკა საქართველოში, ეს არის კონსტიტუციური სტანდარტი არამარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერი დემოკრატიულ ქვეყანაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.