Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც მეორე ფრონტის საფრთხეზე ვსაუბრობდით სასაცილოდ არ ყოფნიდათ და ცდილობდნენ ეს თემა საქილიკოდ ექციათ. რაც დრო გადის ცხადი ხდება, რა საფრთხის წინაშე ვიდექით და ეს საფრთხე არანაირად არ შემცირებულა

მარშალ პრესი 04/09/2025
giorgi gabunia

როდესაც მეორე ფრონტის საფრთხეზე ვსაუბრობდით სასაცილოდ არ ყოფნიდათ და ცდილობდნენ ეს თემა საქილიკოდ ექციათ. რაც დრო გადის ცხადი ხდება, რა საფრთხის წინაშე ვიდექით და ეს საფრთხე არანაირად არ შემცირებულა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, საზოგადოება „ქართულის“ ხელმძღვანელი, გიორგი გაბუნია, წერს სოციალურ ქსელში და აზიარებს ვიდეოს, სადაც პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი დუდა ამბობს, რომ ზელენსკიმ სცადა პოლონეთის ომში ჩართვა.

გაბუნიას განცხადებით, როდესაც დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, დეტალებში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, თუ რამდენად გონივრული ნაბიჯები გადაიდგა ქართული ხელისუფლების მხრიდან ომის თავიდან ასაცილებლად.

„როდესაც მეორე ფრონტის საფრთხეზე ვსაუბრობდით სასაცილოდ არ ყოფნიდათ და ცდილობდნენ ეს თემა საქილიკოდ ექციათ.
რაც დრო გადის ცხადი ხდება, რა საფრთხის წინაშე ვიდექით და ეს საფრთხე არანაირად არ შემცირებულა… ომის დასრულება ჯერ შორს არის და არაფერი საიმედო არ ჩანს.(მთავარია ეს ომი უფრო დიდი უბედურების შესავალი არ აღმოჩნდეს). ერთ რამეში კი გარწმუნებთ! როდესაც დასრულდება ეს უბედურება, რაც ეხლა უკრაინაში ტრიალებს და ისტორიის ნაწილი გახდება, დეტალებში გაცხადდება რას გვიპირებდნენ, რა გეგმა ჰქონდათ და რამდენად ეროვნული, გონიერი და მტკიცე ნაბიჯებით უპასუხა საქართველოს ხელისუფლებამ“,- წერს გიორგი გაბუნია.

Post navigation

Previous: სიცოცხლეშივე ყარხართ და ლპებით, რამეთუ, დიდი ხანია მკვდრები ხართ და გარდაცვალებას ვერ ეღირსებით – დავით ქართველიშვილი აქციის მონაწილეებს
Next: ტრამპიც, რუბიოც და ვენსიც დიდ გადალაგებაში მონაწილეობენ, რასაც “დიპ სტეიტის” ნამოქმედარისგან, მათი ღიად დაშავებულისგან აშშ-ს გაწმენდა ჰქვია, ისინი ყველაფერს წინა ადმინისტრაციას აბრალებენ და თავად სუფთა ფურცლიდან, ახალი მეთოდებით ასრულებენ პატრონების დავალებებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.