Skip to content
24/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სიცოცხლეშივე ყარხართ და ლპებით, რამეთუ, დიდი ხანია მკვდრები ხართ და გარდაცვალებას ვერ ეღირსებით – დავით ქართველიშვილი აქციის მონაწილეებს

მარშალ პრესი 03/09/2025
david kartvelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება რადიკალების მიერ აქციაზე ბექა ოდიშარიასადმი შეძახილს: „მოკვდები ისედაც, კიბო გაქვს.“

დავით ქართველიშვილი ხაზს უსვამს, თუ რაოდენ ამორალური ნაწილი დგას ოპოზიციის მხარეს.

„ესენი არიან – გაუკუღმართებულ წარმოსახვებში ვაზაგაშვილის მამის, შვილის საფლავზე აფეთქების გეგმა თავში რომ ებადებათ. მათ – შიგევროპელები ჰქვია. ესენი არიან – პარლამენტში რომ დამდევდნენ და მიცვალებული შვილის “სახელით” სინდისს რომ მიწუნებდბენ. მათ – მედასავლეთელებს უწოდებენ. ესენი არიან – “ოდიშარია, კიბო გაქვს და მაინც მოკვდები მალე”. აი, ამის სათქმელად რომ გამოხვალ ქუჩაში, მთელი საღამო შენს “მსხვერპლს” ამ შეძახილის გამო რომ დაელოდები. ესენი განასახიერებენ დღეს “ევროპას” საქართველოში. ამათ შეაზიზღეს ნორმალურ ადამიანს – “პროგრესული” ფასეულობები. ამათი დანახვის სურვილი რომ აღარ გიჩნდება – ნორმალურ ადამიანს. ამათი შემყურე რომ გებადება ამ წუთისოფლის წესიერად დასრულების სურვილი – ზეციურ საქართველოში მაინც რომ აცდე ამათთან ერთად ნანატრ უსასრულობას. ქრისტეს ჯვარმცმელების თვითწყევლა გახსენდება პილატეს რეზიდენციაში: “სისხლი მისი ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე!”. თქვენც არ აგცდებათ ეს ყოველივე – გამორიცხულია. მუშაობს ბუმერანგის პრინციპი. და თქვენთან შედარებით – ყოველი შვილგარდაცვლილი მამა, თუ დასნეულებული ძმა – ბედნიერია, თუკი ის ქრისტეშია. რამეთუ – ჩვენ უსასრულობაში გადარჩენის იმედი მაინც გვაქვს. თქვენ კი – სიცოცხლეშივე ყარხართ და ლპებით, რამეთუ დიდი ხანია მკვდრები ხართ და გარდაცვალებას ვერ ეღირსებით…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ახალ ატაშესა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ახალ უფროსს შეხვდა
Next: როდესაც მეორე ფრონტის საფრთხეზე ვსაუბრობდით სასაცილოდ არ ყოფნიდათ და ცდილობდნენ ეს თემა საქილიკოდ ექციათ. რაც დრო გადის ცხადი ხდება, რა საფრთხის წინაშე ვიდექით და ეს საფრთხე არანაირად არ შემცირებულა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.