Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

მამუკა მდინარაძეს უზომოდ და ერთგულად უყვარს სამშობლო, საიმედო მეგობარია, რომელიც სანატრელია გასაჭირშიც და ბრძოლაშიც – დარწმუნებული ვარ, შეძლებს “ქართული ოცნების” ყველა ჯარისკაცის ოცნების ახდენას, რომელიც 2012 წლიდან გვაქვს!

მარშალ პრესი 03/09/2025
dimitri samkharadze

მამუკა მდინარაძეს უზომოდ და ერთგულად უყვარს სამშობლო. საიმედო მეგობარია, რომელიც სანატრელია გასაჭირშიც და ბრძოლაშიც. ის არის პროფესიონალი მენეჯერი, კარგი ოჯახის შვილი და მართალი კაცი, – წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე, მამუკა მდინარაძეზე, რომლის დანიშვნასაც პრალამენტმა დღეს უყარა კენჭი.

დიმიტრი სამხარაძე დარწმუნებულია, რომ მამუკა მდინარაძე შეძლებს “ქართული ოცნების” ჯარისკაცების ყველა იმ სურვილის ახდენას, რომელიც მათ 2012 წლიდან აქვთ.

“თითქმის 10 წელი ვმუშაობდი მამუკასთან ერთად, პარტიას ვაძლიერებდით, საოლქო ორგანიზაციების მენეჯმენტს ვმართავდით, არჩევნებს ვაორგანიზებდით და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვიცავდით! ბევრი უძილო ღამე გავატარეთ პრემიერთან ერთად და მას დიდი წვლილი მიუძღვის, რომ დღეს, პარტია სათანადო სიმაღლეზე დგას, გამართული სტრუქტურით და დალაგებული მენეჯმენტით!

მამუკა მდინარაძეს უზომოდ და ერთგულად უყვარს სამშობლო. საიმედო მეგობარია, რომელიც სანატრელია გასაჭირშიც და ბრძოლაშიც. ის არის პროფესიონალი მენეჯერი, კარგი ოჯახის შვილი და მართალი კაცი!

წარმატებებს ვუსურვებ ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე! დარწმუნებული ვარ შეძლებს ყველა “ქართული ოცნების” ჯარისკაცის ოცნების ახდენას, რომელიც 2012 წლიდან გვაქვს! უფრო ძლიერს გახდის ჩვენს საქართველოს, ხალხს და სახელმწიფოს!”- წერს დიმიტრი სამხარაძე.

Post navigation

Previous: წარმატებებს ვუსურვებთ დღემდე წარმატებულ ლიდერს! საქართველოს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ცოდნაზე და მაღალ პროფესიონალიზმზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემა
Next: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი მამუკა მდინარაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.