Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

წარმატებებს ვუსურვებთ დღემდე წარმატებულ ლიდერს! საქართველოს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ცოდნაზე და მაღალ პროფესიონალიზმზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემა

მარშალ პრესი 03/09/2025
tamar chiburdanidze

„გვჯერა, მამუკა მდინარაძის პრინციპულობიდან გამომდინარე, კორუფციასთან ბრძოლა იქნება დაუნდობელი, სხვაგვარად სახელმწიფო არ შენდება,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის დამტკიცების ფაქტს ეხმაურება.

ექსპერტის თქმითვე, საქართველოს ახლა ყველაზე მეტად ცოდნაზე და მაღალ პროფესიონალიზმზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემა სჭირდება.

„სახელმწიფოს უსაფრთხოების ხელმძღვანელობა დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე, ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობაა. ასეთი გამოწვევა ჯერ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში არ ჰქონია. თითქმის ყველა გლობალურ პროცესს შეხება აქვს ჩვენს ქვეყანასთან. გლობალური პოლიტიკური მაფია რვაფეხასავით არის შემოხვეული საქართველოზე და სურს მისი გაგუდვა. და თუკი დღემდე გადავრჩით, მხოლოდ ხელისუფლების გამძლეობის და გონიერების წყალობით ქართულ მოაზროვნე საზოგადოებასთან ერთად.

ამ პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია მამუკა მდინარაძე, რომელსაც ბრძოლის წინა ხაზზე ბევრად მეტი უზნეობის ატანა მოუწია, ვიდრე სხვას, ეს უდაოდ დასაფასებელია. დასაფასებელია ისიც, რომ ქვეყნის შიგნით ასეთი ძლიერი რყევების ფონზე, მან შეძლო გუნდის ერთ მუშტად შეკვრა და სერიოზული წარმატების მოპოვება ქვეყნის მტრებთან.

დღეს საქართველოს წინაშე შიდა გამოწვევებიც ბევრია უსაფრთხოების კუთხით, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლა. გვჯერა, მამუკა მდინარაძის პრინციპულობიდან გამომდინარე, კორუფციასთან ბრძოლა იქნება დაუნდობელი, სხვაგვარად სახელმწიფო არ შენდება.

წარმატებებს ვუსურვებთ დღემდე წარმატებულ ლიდერს! საქართველოს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ცოდნაზე და მაღალ პროფესიონალიზმზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემა“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: ტრამპის მიერ, საარჩევნო კამპანიის დროს გაჟღერებული დაპირებები პოზიტიურ მოლოდინებს აჩენდა არა მარტო ამერიკის შიგნით, არამედ მთელ მსოფლიოში და მათ შორის ქართველ ხალხში – სამწუხაროდ, მყვირალა განცხადებების მიღმა არანაირი კონკრეტული შედეგი არ დამდგარა
Next: მამუკა მდინარაძეს უზომოდ და ერთგულად უყვარს სამშობლო, საიმედო მეგობარია, რომელიც სანატრელია გასაჭირშიც და ბრძოლაშიც – დარწმუნებული ვარ, შეძლებს “ქართული ოცნების” ყველა ჯარისკაცის ოცნების ახდენას, რომელიც 2012 წლიდან გვაქვს!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.