Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ახლა რატომ აქვთ რადიკალებს პრეტენზია შანხაის ფორუმზე ჩვენს არ ყოფნასთან დაკავშირებით? თუ ჩინეთთან უნდათ ნორმალური ურთიერთობა, მაშინ რატომ საყვედურობენ ხელისუფლებას სტრატეგიული ხელშეკრულების გაფორმებაზე

მარშალ პრესი 01/09/2025
guram macharashvili

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი შანხაის სამიტზე საქართველოს არ ყოფნასა და რადიკალების მხრიდან ამ საკითხით სპეკულირებას მედიასთან ეხმიანება.

„დღევანდელი მათი პრეტენზია თუ რატომ არ მიიწვიეს საქართველო შანხაის ფორუმზე ნიშნავს იმას, რომ არათუ პოლიტიკაში ვერ ერკვევიან, არამედ ელემენტარულად პრეტენზიის შინაარსიც არ იციან“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია საკუთარ მოთხოვნებსა და პრეტენზიებში აირია. მისი თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას რადიკალების აღშფოთება მოჰყვა, ახლა კი შანხაის სამიტში მონაწილეობა სურთ.

„პრაქტიკულად ერთმანეთში აურიეს თავიანთი მოთხოვნებიც და პრეტენზიებიც. დაახლოებით 2 წლის წინ, როდესაც ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, მათ [რადიკალურმა ოპოზიციამ] ატეხეს ამბავი – კომუნისტურ ჩინეთთან და დიქტატორ სი ძინ პინთამ როგორ გააფორმეთ სტრატეგიული ხელშეკრულებაო. დღევანდელი მათი პრეტენზია თუ რატომ არ მიიწვიეს საქართველო შანხაის ფორუმზე ნიშნავს იმას, რომ არათუ პოლიტიკაში ვერ ერკვევიან, არამედ ელემენტარულად პრეტენზიის შინაარსიც არ იციან. ჭრელო პეპელას ეფექტია – ნურც გაფრინდები, ნურც – მოფრინდები. თუ სტრატეგიული ხელშეკრულება არ უნდათ, ახლა რატომ აქვთ პრეტენზია ჩინეთში ჩვენს არ ყოფნასთან დაკავშირებით და თუ ჩინეთთან უნდათ ნორმალური ურთიერთობა, მაშინ რატომ საყვედურობენ ხელისუფლებას სტრატეგიული ხელშეკრულება რომ გააფორმა ჩინეთთან. ეს ის მარტივი კითხვებია, რომელზე პასუხიც არ აქვს ოპოზიციას,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: პრეზიდენტი ტრამპი დღემდე ისეთი პოლიტიკით იწონებს თავს, რაც საქართველოს ხელისუფლების განცხადებებთან სრულად თავსებადია, ამიტომ პრეზიდენტ ყაველაშვილის წერილი მის მიმართ ლოგიკურია
Next: ყველანაირი საუბრები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიიწვიეს[საქართველო] და ა.შ. არის წმინდა წყლის სპეკულაცია და აბსოლუტურად არანაირი მარცვალი სიმართლის ამ განცხადებებში არ არის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.