Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრეზიდენტი ტრამპი დღემდე ისეთი პოლიტიკით იწონებს თავს, რაც საქართველოს ხელისუფლების განცხადებებთან სრულად თავსებადია, ამიტომ პრეზიდენტ ყაველაშვილის წერილი მის მიმართ ლოგიკურია

მარშალ პრესი 01/09/2025
guram macharashvili

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ გაგზავნილ ღია წერილზე ისაუბრა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი დღემდე ისეთი პოლიტიკით იწონებს თავს, რაც საქართველოს ხელისუფლების განცხადებებთან სრულად თავსებადია, ამიტომ მიხეილ ყაველაშვილის წერილი მის მიმართ ლოგიკურია.

„ხალხის ძალა“ ჯერ კიდევ სამი წლის წინ (და შემდეგ კი უკვე ხელისუფლებაც, როცა ამის საშუალება მიეცა), ვაცხადებდით, რომ უცხოური ძალები (რასაც გლობალური ომის პარტია ვუწოდეთ, ხოლო ტრამპმა შემდეგ „დიფ სთეითი“ დაარქვა), ძალიან აგრესიულად მოქმედებდნენ. ისინი დეზინფორმაციის საშუალებით ყველა ქვეყანაში ცდილობდნენ ის ხელისუფლებები შეეცვალათ, რომლებიც მათ მხარს არ უჭერდნენ.

პრეზიდენტი ტრამპი დღემდე ისეთი პოლიტიკით იწონებს თავს და ისეთი განცხადებებით გამოდის, რაც ერთი ერთშია თავსებადი საქართველოს ხელისუფლების განცხადებებთან და პოლიტიკასთან – ტრადიციები, ეროვნული ღირებულებები, გამჭვირვალობის აუცილებლობა, სხვა ქვეყნების პოლიტიკაში ჩაურევლობა და ა.შ. შესაბამისად, აბსოლუტურად ბუნებრივი და ლოგიკურია პრეზიდენტ ყაველაშვილის წერილი მისი კოლეგის, აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ.

თუ საუბარია აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ დააზიანა, ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯები უკვე გადავდგით – დავნიშნეთ ელჩი, რომელსაც აკრედიტაცია თავად პრეზიდენტმა ტრამპმა მისცა, განვაცხადეთ რომ ამ პარტნიორობის გადახედვისთვის მზად ვართ და ა.შ. მეტსაც გეტყვით – ტრამპმა ჩვენი პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც გამჭვირვალობა აუცილებელია და საქართველოში ენჯეოები არასწორად მოქმედებდნენ, დაამტკიცა იმით, რომ USAID-ი გააუქმა და მას თაღლითი ორგანიზაცია უწოდა. სწორედ ამიტომ გვაქვს სურვილი, რომ აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციისა და პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან მეტი ყურადღება იყოს დათმობილი საქართველოსთან მიმართებით“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ერიკ ტრამპს, პრეზიდენტის ვაჟს, ჩვენმა სახელოვანმა ელჩმა თემურ ლეჟავამ უმასპინძლა იაპონიაში – ასეთი დიპლომატების და კიდევ ბევრის მიერ ჩუმად ტარდება ჩვენი ინტერესები
Next: ახლა რატომ აქვთ რადიკალებს პრეტენზია შანხაის ფორუმზე ჩვენს არ ყოფნასთან დაკავშირებით? თუ ჩინეთთან უნდათ ნორმალური ურთიერთობა, მაშინ რატომ საყვედურობენ ხელისუფლებას სტრატეგიული ხელშეკრულების გაფორმებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.