Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ნაცური” მორალი ყოველთვის გულისხმობდა მათთვის მოუღებელი აზრის მქონეთა ოჯახების დაშინებას და შანტაჟს

მარშალ პრესი 30/08/2025
bacho odisharia

ჩერგომ რომ ბავშვების მიმართ სიძულვილის გამოხატვა მშობლების გასაჩუმებლად და სალანძღავად გამოიყენა, მაგაზე არანაკლებ საზარელი, ფსევდო აღშფოთებული ნაცების და ლიბერალების რეაქციებია, – წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, “ნაცური მორალი” ყოველთვის გულისხმობდა მათთვის მოუღებელი აზრის მქონეთა ოჯახებზე მუქარით და ძალადობით დაშინებას და შანტაჟს, რასაც მათი მმართველობის დროს ფიზიკურად აღასრულებდნენ, დღეს კი – ვერბალურად. შესაბამისად, როგორც ოდიშარია აღნიშნავს, პროევროპელობა და ნაცობა ერთად არ გამოდის.

“ჩერგომ რომ ბავშვების მიმართ სიძულვილის გამოხატვა მშობლების გასაჩუმებლად და სალანძღავად გამოიყენა, მაგაზე არანაკლებ საზარელი, ფსევდო აღშფოთებული ნაცების და ლიბერალების რეაქციებია. ნაცური მორალი (გნებავთ, ამორალობა), ყოველთვის გულისხმობდა მათთვის მოუღებელი აზრის მქონეთა ოჯახებზე მუქარით და ძალადობით დაშინებას და შანტაჟს, მათი მმართველობის დროს ამას ფიზიკურად აღასრულებდნენ, დღეს ვერბალურის იქით რესურსი არ აქვთ, თორემ რასაკვირველია იგივეს იზამდნენ. ნაცების პოლიტიკური ლიდერების მოწოდებები იყო, “სახლებში მივაკითხოთ”, “მშობლები გამოვააშკარავოთ”, “შვილები შევარცხვინოთ”, ესაა როდესაც ბავშვებთან მყოფ მათთვის არასასურველ ადამიანებს ისტერიკით უვარდებიან კაფეებში თუ სახლებთან პროევროპელად პოზიციონირებული აქტივისტები, მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. თუ ვინმეს ეს მართლა არ მოსწონს, ვერ დადგება იმ პოლიტიკური ერთეულის მთავრობაში მობრუნების ასპარეზზე, ვინც მშობლებს შვილებს უკლავდა, შვილებს მშობლებს; ვინც აქციებზე მოწოდებებით გამოდის, რომ პოლიციელების შვილები სკოლებში შეარცხვინონ და ოპონენტების შვილებს და მეუღლეებს აგინებენ სოც ქსელებში. პროევროპელობა და ნაცობა ერთად არ გამოდის.” – წერს ბაჩო ოდიშარია.

Post navigation

Previous: დღეს ოპოზიციამ “დიდი აქცია” მოაწყო – 50 კაცის შეკრება ხუმრობა არ არის! ეს რაოდენობა მათთვის უკვე „ხალხის ზღვად“ ითვლება. საკუთარი ნაცრისფერი აქცია, ფეიერვერკით გააფერადეს რაც კანონდარღვევაა
Next: გურიაში 14 წლის გოგონა გააუპატიურეს – დაკავებულია 27 წლის მამაკაცი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.