Skip to content
06/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს ოპოზიციამ “დიდი აქცია” მოაწყო – 50 კაცის შეკრება ხუმრობა არ არის! ეს რაოდენობა მათთვის უკვე „ხალხის ზღვად“ ითვლება. საკუთარი ნაცრისფერი აქცია, ფეიერვერკით გააფერადეს რაც კანონდარღვევაა

მარშალ პრესი 30/08/2025
davit chikhelidze

დღეს ოპოზიციამ “დიდი აქცია” მოაწყო – 50 კაცის შეკრება ხუმრობა არ არის! ეს რაოდენობა მათთვის უკვე „ხალხის ზღვად“ ითვლება. საკუთარი ნაცრისფერი აქცია, ფეიერვერკით გააფერადეს რაც კანონდარღვევაა. ყველაზე კომიკური კი ის არის, რომ მათი ეს „გმირობას“ საკუთარი ხელით ამხილეს – ქალბატონმა არტილერიამ და უბრალოდ მეგატვინმა ნანუკა ჟორჟოლიანმა კანონის დარღვევის ამსახველი ვიდეო ფეისბუქზე დადო – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ჯერ კანონს დაარღვიეს, მერე თვითონვე მტკიცებულება გამოაქვეყნეს და ახლა “სინდისის პატიმრის” სტატუსამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი, რადგან კანონის დარღვევა არავის ეპატიება.

“დღეს ოპოზიციამ “დიდი აქცია” მოაწყო – 50 კაცის შეკრება ხუმრობა არ არის! ეს რაოდენობა მათთვის უკვე „ხალხის ზღვად“ ითვლება. საკუთარი ნაცრისფერი აქცია, ფეიერვერკით გააფერადეს რაც კანონდარღვევაა.

ყველაზე კომიკური კი ის არის, რომ მათი ეს „გმირობას“ საკუთარი ხელით ამხილეს – ქალბატონმა არტილერიამ და უბრალოდ მეგატვინმა ნანუკა ჟორჟოლიანმა კანონის დარღვევის ამსახველი ვიდეო ფეისბუქზე დადო. ჯერ კანონს დაარღვიეს, მერე თვითონვე მტკიცებულება გამოაქვეყნეს და ახლა “სინდისის პატიმრის” სტატუსამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი, რადგან კანონის დარღვევა არავის ეპატიება! მხოლოდ ერთი ნაბიჯია დარჩენილი. კანონი შეგნებულად დაარღვიეს, სახელმეიფო გამოიწვიეს, პოლიცია რეაგირებას მოახდენს და ჰოი საოცრება, “ბავშვები” და “სინდისის პატიმრები” არიან.

ოპოზიციის დღევანდელი აქცია შეგვიძლია რამდენიმე სიტყვით შევაჯამოთ: ცოტა ხალხი, ბევრი ფეიერვერკი და ნულოვანი აზრი. ზუსტად ისეთი სანახაობა გამოვიდა, როგორც დაბადების დღეზე ბავშვები რომ შუშხუნას აჩხაკუნებენ– ბევრი ხმაური, და ნულოვანი შედეგი.” – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: ეს აქცია მცირერიცხოვანია, ბევრად მეტი ადამიანი უნდა მონაწილეობდეს – გოგლა ჟვანია თბილისში მიმდინარე ეგრეთწოდებულ “მარშზე”
Next: “ნაცური” მორალი ყოველთვის გულისხმობდა მათთვის მოუღებელი აზრის მქონეთა ოჯახების დაშინებას და შანტაჟს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.