Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თეა წულუკიანზე ისეთი ხალხი წერს, ვინც მას ვერც განათლებით და ვერც ქვეყნის სიყვარულით აჯობა. მასზე ბინძური ჭორების გავრცელება კიდევ ერთხელ ხაზგასმაა მის სიძლიერეზე პოლიტიკაში, ის ამ არაპოლიტიკურ ბრძოლასაც მოგიგებთ

მარშალ პრესი 28/08/2025
tamta megrelishvili

თეა წულუკიანზე ისეთი ხალხი წერს ვინც მას ვერც განათლებით, ვერც გამბედაობით და ვერც ქვეყნისადმი სიყვარულით აჯობა. 2012 წლიდან დღემდე თეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელიც სამაგალითო და ანგარიშგასაწევი ძალაა გუნდში და ქართული ოცნების არამხარდამჭერებშიც, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თეა წულუკიანის თაობაზე აგორებულ დეზინფორმაციას.

მეგრელიშვილის განცხადებით, თეა წულუკიანზე „ბინძური ჭორების გავრცელება და მისი დამცირების მცდელობა კიდევ ერთხელ ხაზგასმაა მის სიძლიერეზე პოლიტიკაში“.

„თეა წულუკიანზე ისეთი ხალხი წერს ვინც მას ვერც განათლებით, ვერც გამბედაობით და ვერც ქვეყნისადმი სიყვარულით აჯობა. 2012 წლიდან დღემდე თეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელიც სამაგალითო და ანგარიშგასაწევი ძალაა გუნდში და ქართული ოცნების არამხარდამჭერებშიც.

თავისი მაღალი პროფესიონალიზმით ამ ქალმა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსება და სიმართლე ბოლომდე დაიცვა და მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მიერ რუსეთთან პოზიციურად საქართველის დასამარცხებლად ხელოვნურად შექმნილი “მტკიცებულებები” სამართლებრივად გააბათილა.

მან შეძლო და საქართველოს სმართლებრივი გამარჯვება მოუტანა რუსეთთან წაგებულ ომში.

ამ და სხვა არაერთ დიდ საქმესთან ერთად მან საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის რანგში სხვა ღირსეულ ადამიანებთან ერთად მოახერხა და შეაფასა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაულებები რამაც საფუძველი დაუდო ისტორიული დოკუმენტის შექმნას, გაჯერებულს მძიმე ფაქტებით დასტურად იმისა, რომ 2003 წლიდან 2012 წლამდე მოქმედი რეჟიმი იყო სისხლიანი და დაუშვებელია საქართველოს უახლეს ისტორიაში განმეორდეს ასეთი ფაქტი.

თეა წულუკიანის პროფესიონალიზმი, მისი საქმისადმი დამოკიდებულება, ქვეყნისადმი თავდადება და პიროვნული სისუფთავე უცხოა, არაორგანულია ყველა იმ ადამიანისათვის რომლებიც მას ამ ყოველივეში ვერ ეჯიბრებიან საკუთარი სიმცირის გამო და მხოლოდ იმაზე აპელირებენ რაც თავად მათ
ყველაზე კარგად გამოსდით.

ეხებიან მის პირად ცხოვრებას როცა მათ საკუთარ ცხოვრებას სუნი ასდის!

თეა წულუკიანი საკუთარი პოლიტიკური თუ ადამიანური ავტორიტეტით იმსახურებს საკუთარ მოქმედებებში თავისუფლებას და ვალდებული არ არის ანგარიში აბაროს ვინმეს რამეში, მაგრამ მაინც, მას კარგი ოჯახი ჰყავს, საოცარი შვილითა და სხვა ძვირფასი ადამიანებით და მასთან არაეთიკური წესებით ბრძოლა, მასზე ბინძური ჭორების გავრცელება და მისი დამცირების მცდელობა კიდევ ერთხელ ხაზგასმაა მის სიძლიერეზე პოლიტიკაში, თუმცა, ის ამ არაპოლიტიკურ ბრძოლასაც აუცილებლად მოგიგებთ როგორც ქალი!“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ISFED-ის ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი აღიარებს, რომ ევროკავშირის ფულს იყენებდა, რათა აქციის მონაწილეები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად აღეჭურვა
Next: “ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური აფრიკის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.