Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ISFED-ის ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი აღიარებს, რომ ევროკავშირის ფულს იყენებდა, რათა აქციის მონაწილეები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად აღეჭურვა

მარშალ პრესი 27/08/2025
giorgi kldiashvili

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის” (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ნატროშვილი, აღიარებს, რომ ევროკავშირის ფულს იყენებდა, რათა აქციის მონაწილეები სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად აღეჭურვა. ამის შესახებ ნატროშვილი სოციალურ ქსელში წერს.

კერძოდ, ლევან ნატროშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ: “საკუთარი თანამშრომლებისთვის ოცდაათამდე აირწინაღი და სათვალე ვიყიდეთ, ვინაიდან თანამშრომლების ნაწილი აქციებში რიგით დემონსტრანტად მონაწილეობდა”.
შესაბამისად, ერთ-ერთი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თავადვე აღიარებს, რომ აირწინაღები, რომელიც, როგორც წესი, დემონსტრანტებს პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების დროს სჭირდებათ, ევროკავშირის ფულით შეიძინა.

ეს კი, თავის მხრივ აღიარებაა იმისა, რომ აქციები ძალადობრივი ხასიათის იყო და სამართალდამცავები საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევის, ვანდალიზმისა და აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღსაკვეთად იყენებდნენ კანონით განსაზღვრულ სხვადასხვა სპეციალურ საშუალებას, მათ შორის, ცრემლსადენ გაზს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ISFED-ის ხელმძღვანელის მიერ “ოცდაათამდე აირწინაღის და სათვალის” ყიდვა, ნათლად მიუთითებს, რომ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ჰქონდათ იმის გათვლა და მოლოდინი, რომ პროცესები სწორედ მსგავსი საპოლიციო საშუალებების გამოყენებამდე მივიდოდა, ხოლო, დემონსტრანტები, თავის მხრივ, არ დაემორჩილებოდნენ სამართალდამცავების მოთხოვნას დაშლის შესახებ და სპეციალური აღჭურვილობით შეიარაღებულები, წინააღმდეგობას გაუწევნდნენ პოლიციელებს.

Post navigation

Previous: ფსევდოლიბერალების უდონობა, რომ მმართველი გუნდის წევრს შეუთითხნო ბინძური ტყუილი პირად ცხოვრებაზე, მკაფიოდ ასახავს თუ როგორ იხრჩობიან საკუთარ ბოღმა-ღვარძლში
Next: თეა წულუკიანზე ისეთი ხალხი წერს, ვინც მას ვერც განათლებით და ვერც ქვეყნის სიყვარულით აჯობა. მასზე ბინძური ჭორების გავრცელება კიდევ ერთხელ ხაზგასმაა მის სიძლიერეზე პოლიტიკაში, ის ამ არაპოლიტიკურ ბრძოლასაც მოგიგებთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.