Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პუტინი აუცილებლად შეხვდება უკრაინის იმ პრეზიდენტს, რომელსაც ჩათვლის ლეგიტიმურად და რომელიც არჩეული იქნება არჩევნების გზით

მარშალ პრესი 25/08/2025
david kartvelishvili

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ შეხვედრის მთავრი წინაპირობაა ის, თუ რამდენადაა მზად პუტინი შეხვდეს ზელენსკის, რომლის ლეგიტიმურობასაც ის ეჭვქვეშ აყენებს.

„როდესაც ვნახეთ, რომ ალიასკის სამიტმა ლეგიტიმაცია დაუბრუნა რუსეთის პრეზიდენტს, გაჩნდა კითხვა დაუბრუნდა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს ზელენსკის ლეგიტიმაციის შეგრძნება, რადგან არაერთგზის გვსმენია, რომ ის პუტინისათვის ვადაგასული პრეზიდენტია. ვნახეთ თავად ზელენსკის განცხადება, რომ ის მზადაა უკრაინაში ჩატარდეს ახალი არჩევნები, რაც ტექნიკურ და საკანონმდებლო დონეზე განსახილველი საკითხია. ეს კი შესაძლებელია 3-4 თვეში მოხდეს, თუ რადა გააუქმებს სამხედრო მდგომარეობას და მთელ რიგ საკანონმდებლო ნაბიჯებს გადადგამს,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ექსპერტმა იმაზეც ისაუბრა, რომ ზელენსკის უჭირს დათმობებზე წასვლა და არ არის გამორიცხული, რომ ახალი არჩევნების ჩატარება მის ინტერესშიც შედიოდეს.

„ახალი არჩევნების ჩატარება პიროვნულად თავად ზელენსკის ინტერესებში უნდა შედიოდეს, რადგან ის გარკვეულწილად ჩიხშია შესული. ზელენსკი იყო სწორედ 2022 წლის მარტის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტი, როდესაც სტამბულის მოლაპარაკებების დროს ტერიტორიული და პოლიტიკური თვალსაზრისით უკრაინისათვის მომგებიანი პოზიციის დაკავებისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნა. თუმცა, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხდა. მას შემდეგ უკრაინაში დაიღუპა ათასობით ადამიანი, ქვეყნიდან გავიდა მილიონობით უკრაინელი და უმძიმესი დემოგრაფიული და ინფრასტრუქტურული მდგომარეობა შეიქმნა. შესაბამისად, იმ დათმობებზე წასვლა, რასაც ზელენსკისგან პუტინი ითხოვს, ადამიანურად მესმის, რომ მას არ შეუძლია. წარმოიდგინეთ ისიც, თუ რა უმძიმესი მემკვიდრეობა უნდა ჩააბაროს უკრაინის შემდგომ პრეზიდენტს.
ამიტომ, კანდიდატი, ვინც ჩაებმება ამ საპრეზიდენტო რბოლაში, წინასწარ უნდა იყოს მომზადებული იმისთვის, რომ შესაძლოა მას მოუწიოს იმ იძულებით დათმობებზე წასვლა, რაზეც ზელენსკი ამ ეტაპზე, რეალურად ვერ მიდის.
პუტინი აუცილებლად შეხვდება უკრაინის იმ პრეზიდენტს, რომელსაც ის ჩათვლის ლეგიტიმურად და რომელიც არჩეული იქნება არჩევნების გზით,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Post navigation

Previous: საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი გურიის რეგიონში იმყოფებოდა
Next: „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე: იყო ხელვაჩაურელი და ემსახურო ხელვაჩაურს, ეს ნიშნავს უფრო მეტ პასუხისმგებლობას შენს მოსახლეობასთან – ხელვაჩაური ჩემთვის არის დღევანდელი დღე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.