Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი გურიის რეგიონში იმყოფებოდა

მარშალ პრესი 25/08/2025
538607445_1130939495615775_6769060816238508662_n

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, რეგიონული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილესთან ლევან ზაუტაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სახლების სახურავების რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა.

დიდთოვლობის შედეგად ჩანგრეული სახლების სახურავების რეაბილიტაცია დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

პროგრამის ფარგლებში შესაბამისი დახმარება გაეწევა დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, რომელთა სახლის სახურავები ნაწილობრივ დაზიანდა, ან საცხოვრებელი სახლები სრულად დაინგრა და აღდგენას აღარ ექვემდებარება.

2025 წლის თებერვალში დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციისთვის საქართველოს მთავრობის განკარგულებით 25 345 000 ლარი გამოიყო. პროგრამის ფარგლებში დაზარალებული თითოეული მოსახლე მიიღებს შესაბამის მხარდაჭერას.

Post navigation

Previous: ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა დღეს ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი
Next: პუტინი აუცილებლად შეხვდება უკრაინის იმ პრეზიდენტს, რომელსაც ჩათვლის ლეგიტიმურად და რომელიც არჩეული იქნება არჩევნების გზით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.