
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე იმსჯელეს იმ ინფრასტრუქტურული, სოციალური და კულტურული მიმართულებების საჭიროებებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტულია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკვე დაწყებული პროექტების დროულად და ხარისხიანად დასრულებას
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილეები და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. მონაწილეებმა დასახეს კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების ორგანიზებულად წარმართვას.