Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენ ვართ პირველ ადგილზე არამარტო რეგიონში, არამედ ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, თუ გადავხედავთ გასულ 4 წელს და ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეს პირველი პოზიცია, გპირდებით, აუცილებლად გვექნება შემდგომი წინსვლა

მარშალ პრესი 19/08/2025
irakli kobakhidze

მთავარი აქცენტი კეთდება ეკონომიკის ზრდაზე და ძალიან ბევრი სტრუქტურული ცვლილება ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, გარწმუნებთ, მომავალ წელს ეს ყველაფერი აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გურიაში ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, რომელიც თვითდასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა და, სწორედ, ეს არის ეკონომიკის ზრდის მთავარი ინდიკატორი.

„მხოლოდ თვითდასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, დაქირავებით დასაქმებულებს რაც შეეხება და ეს არის მთავარი ინდიკატორი ეკონომიკის ზრდის, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. მთავარი აქცენტი კეთდება ეკონომიკის ზრდაზე და ძალიან ბევრი სტრუქტურული ცვლილება ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტროში, ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტროში. მე შემიძლია დაგპირდეთ, რომ ის ცვლილებები რაც ხორციელდება, მათ შორის, ოპტიმიზაციის მიმართულებით, არამარტო შტატების, არამედ ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებით, ახალი ინიციატივების შეთავაზებით, წელსაც უკვე გამოჩნდება სიახლეები, მაგრამ მომავალ წელს ეს ყველაფერი აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებაზე. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე არამარტო რეგიონში, არამედ ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, გასულ 4 წელს თუ ავიღებთ და ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეს პირველი პოზიცია და შემიძლია დაგპირდეთ, რომ აუცილებლად გვექნება შემდგომი წინსვლა ამ კუთხით,“- განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: 64 მერი, 64 საკრებულო, თბილისში პირველი ტური და მინიმუმ 50-დან 38 საკრებულოს წევრი – ეს არის ჩვენი მკაფიო ამოცანა
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025