Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს – გამოცემა “პრაიმტაიმი”

მარშალ პრესი 18/08/2025
archevnebi

“პრაიმ ტაიმის” ინფორმაციით, ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს – ტრენინგებში მონაწილეთა რეკრუტირება არასამთავრობოების „ბრიტანულ-ქართული საზოგადოების“ და „სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ მეშვეობით მიმდინარეობს

“პრაიმ ტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, დიდი ბრიტანეთი ბალტიის ქვეყნებში ტრენინგებს ატარებს საქართველოს ხელისუფლების ოპონენტებისთვის.

კერძოდ, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ლიეტუვაში, ქართველ აქტივისტებს ასწავლიან ქუჩის საპროტესტო აქციების ტაქტიკას, პროვოკაციებს და სამართალდამცავების „შეუდარებელი სიმკაცრის“ დოკუმენტირებას, პირად დაცვას დაკავების შემთხვევაში, საინფორმაციო კამპანიების პოპულარიზაციას, სადაც აქცენტი კეთდება ე.წ. ვირუსული კონტენტის შექმნაზე და მიზნობრივი მასალების გავრცელებაზე ინტერნეტ-მესენჯერ „ტელეგრამის“ საშუალებით. ამ ტრენინგებში მონაწილეთა რეკრუტირება ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრიტანულ-ქართული საზოგადოების“ და „სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ მეშვეობით, სტუდენტური საგანმანათლებლო პროგრამებისა და კიბერუსაფრთხოების კურსების საფარქვეშ. აღსანიშნავია, რომ წყაროს ინფორმაციით, ორივე ხსენებული არასამთავრობო ორგანიზაციის მთავარი ოფისები ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში მდებარეობს.

ფოტო შექმნილია ხელოვნური ინტელექტის (AI-ის მიერ)

Continue Reading

Previous: პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 2025 წლის არჩევნებისთვის დანერგილ სიახლეებს გაეცნენ
Next: რუსეთი პოკროვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით აქტიური შეტევებისთვის ემზადება. ფრონტის ხაზზე სიტუაცია ძალიან რთულია – ალექსანდრ სირსკი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025