Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 2025 წლის არჩევნებისთვის დანერგილ სიახლეებს გაეცნენ

მარშალ პრესი 18/08/2025
0606

2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკო პოლიტიკურ პარტიებს პარტიული სიის, მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატების ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მათ იმ სიახლეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც ადმინისტრაციამ 2025 წლის არჩევნებისთვის დანერგა.

პოლიტიკურ პარტიებს მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა პირველად აქვთ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე. შეხვედრაზე ასევე დეტალურად განიხილეს ელექტრონული პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები.

შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა პარტიებმა, პარტიული სიები, ასევე მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები 4 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

 

Continue Reading

Previous: ამერიკამ 180 გრადუსით შეცვალა პოლიტიკა დაპირისპირებულ ბირთვულ სახელმწიფოსთან, ბაიდენისგან და ევროპელებისგან განსხვავებით, ტრამპი უკრაინის ომს ამერიკის ომად არ განიხილავს
Next: ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს – გამოცემა “პრაიმტაიმი”

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025