Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა პრეზიდენტ ტრამპის მოსაზრებას, რომ ომის აცილება შესაძლებელი იყო – ხოლო თუ მშვიდობა შესაძლებელი იყო, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს

მარშალ პრესი 16/08/2025
shalva papuashvili

თუ მშვიდობა შესაძლებელი იყო, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ის აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა პრეზიდენტ ტრამპის ამ მოსაზრებას, რომ ომის აცილება შესაძლებელი იყო.

მისი თქმით, ეს დასტური კი პირდაპირ ააშკარავებს, თუ რა ტიპის დაპირისპირებაში გვითრევდნენ უცხოელი მტერ-მოყვარეები და მათი ინტერესების მომსახურე შინნაზარდი სასარგებლო იდიოტები.

,,აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ალასკაზე, რომლის სლოგანადაც შეირჩა “სწრაფვა მშვიდობისკენ”, მართლაც წინგადადგმული ნაბიჯია მშვიდობის მისაღწევად.

არჩევის დღიდან პრეზიდენტი ტრამპი ხშირად იმეორებს, რომ მას სურს ომების დასრულება და მშვიდობის მიღწევა, ხოლო უკრაინის ომი არასდროს მოხდებოდა, თავად რომ ყოფილიყო იმ დროს პრეზიდენტი.

ალასკის შეხვედრა გამოირჩა იმით, რომ რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა პრეზიდენტ ტრამპის ამ მოსაზრებას. ომის აცილება შესაძლებელი იყო.

ხოლო თუ მშვიდობა შესაძლებელი იყო და თუ ამერიკის პრეზიდენტს გააჩნდა პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს.

ამგვარი მოსაზრება ახალი არ არის. თუმცა, პრეზიდენტების შეხვედრაზე ეს ფორმალურადაც დადასტურდა. მანამდე კი იყო სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაც, რომ უკრაინის ომი ე.წ. პროქსი-ომია, ანუ მარიონეტის ხელით წარმოებული ომი.

ეს დასტური კი პირდაპირ ააშკარავებს, თუ რა ტიპის დაპირისპირებაში გვითრევდნენ უცხოელი მტერ-მოყვარეები და მათი ინტერესების მომსახურე შინნაზარდი სასარგებლო იდიოტები.

ამასთან, ეს დასტური ასევე პირდაპირ ააშკარავებს, რატომ არ დაიწყო საქართველოში ომი 2022 წელს. იმიტომ, რომ მათ, ვისაც ჩვენი ქვეყნის იარაღად გამოყენება უნდოდათ, 2008 წლისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებაში დახვდნენ პატრიოტები და არა მარიონეტები.

არ დაგვავიწყდეს, რომ ომამდე ხუთი თვით ადრე, როდესაც უკვე ნათელი იყო საით მიდიოდა საქმე, რეფერენდუმად გამოცხადებული 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების დღისთვის, უცხოურმა სპეცსამსახურებმა, ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი შემოაპარეს, რათა ძალადობრივი სცენარით ხელისუფლება შეეცვალათ.

დღეს უკვე ყველასთვის ცხადია, რა იყო ამ გეგმის მიზანი – სახელისუფლებო კაბინეტებში დახვედროდათ ის ხალხი, ვინც “შესაძლებლობის ფანჯრის გამოყენებაზე”, “ბომბების წვიმაზე” და “ათი ათასი რუსი ჯარისკაცის აქ დაკავებაზე” უყოყმანოდ ეტყოდა თანხმობას და საქართველოს, გლობალური დაპირისპირების საჭადრაკო დაფაზე, მორიგი კომბინაციისთვის გაწირულ პაიკად აქცევდა,” – წერს პაპუაშვილი.

Continue Reading

Previous: „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა, შუახევში მხარდამჭერებს მერობის კანდიდატი ომარ ტაკიძე წარუდგინა
Next: რუსეთის მთავარი და გარდაუვალი კონფრონტაცია არა იმდენად უკრაინასთან, არამედ უშუალოდ ევროპასთან იქნება -ირაკლი ყიფიანი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025