Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

„ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა, შუახევში მხარდამჭერებს მერობის კანდიდატი ომარ ტაკიძე წარუდგინა

მარშალ პრესი 16/08/2025
099

პარტია „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა, შუახევში მხარდამჭერებს მერობის კანდიდატად მოქმედი მერი, ომარ ტაკიძე წარუდგინა.

სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ომარ ტაკიძეს აქვს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ხოლო მისი თავდაუზოგავი შრომა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილი დასაფასებელია.

ომარ ტაკიძეს განათლება მიღებული აქვს  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე; 2017–2020 წლებში იგი იკავებდა შუახევის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას. ხოლო 2020 წლიდან დღემდე არის შუახევის მუნიციპალიტეტის მერი.

სულხან თამაზაშვილმა მერობის კანდიდატი ადგილობრივ მხარდამჭერებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან და პარტია ,,ქართული ოცნების“ შუახევის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან, ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად წარუდგინა.

Continue Reading

Previous: „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა, ქედაში მხარდამჭერებს მერობის კანდიდატი მამუკა თურმანიძე წარუდგინა
Next: რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა პრეზიდენტ ტრამპის მოსაზრებას, რომ ომის აცილება შესაძლებელი იყო – ხოლო თუ მშვიდობა შესაძლებელი იყო, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025