Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

რუსეთი მზად არის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშაოს, ომის დასასრულებლად კონფლიქტის ძირითადი მიზეზები უნდა აღმოიფხვრას

მარშალ პრესი 16/08/2025
putini

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი მზად არის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშაოს.

„უკრაინაში ომის დასასრულებლად კონფლიქტის ძირითადი მიზეზები უნდა აღმოიფხვრას“, – აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, როგორც პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დონალდ ტრამპთან ძალიან კარგი, საქმიანი და სანდო კონტაქტები აქვს.

„ყველა საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ამ გზით სიარულით უკრაინის კონფლიქტის დასრულებას შევძლებთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ ალასკაში მიღწეული შეთანხმებები უკრაინის პრობლემის გადაჭრისა და რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების აღდგენის საყრდენ წერტილად იქცევა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ კიევი და ევროპა დაბრკოლებებს არ შეუქმნიან კონფლიქტის მოგვარების პროცესში მიღწეულ პროგრესს.

ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სამი სამზე ფორმატში გაიმართა. შეხვედრას ამერიკული მხრიდან ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. რუსეთის მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი. ვიწრო ფორმატში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და მოლაპარაკებების შესახებ გააკეთეს განცხადებები.

Continue Reading

Previous: პუტინთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, ბევრ რამეზე შევთანხმდით, რამდენიმე დიდ საკითხზე არ გვაქვს შეთანხმება, მაგრამ არის გარკვეული წინსვლა
Next: თეთრი სახლის პრესმდივნის ცნობით, ტრამპმა ზელენსკისთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი გამართა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025