Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

პუტინთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, ბევრ რამეზე შევთანხმდით, რამდენიმე დიდ საკითხზე არ გვაქვს შეთანხმება, მაგრამ არის გარკვეული წინსვლა

მარშალ პრესი 16/08/2025
donald

ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, ბევრ რამეზე შევთანხმდით, ვიტყოდი უმრავლეს მათგანზე, რამდენიმე დიდ საკითხზე არ გვაქვს შეთანხმება, მაგრამ არის გარკვეული წინსვლა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალასკაზე ვიწრო ფორმატში მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის საკითხზე შეთანხმება არ არის მიღწეული და შეხვედრასთან დაკავშირებით დაურეკავს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ასევე დარეკავს ნატო-ში.

დონალდ ტრამპის შეფასებით, დღევანდელ შეხვედრაზე დიდი პროგრესი იქნა მიღწეული.

„მე ყოველთვის ფანტასტიკური ურთიერთობა მქონდა ვლადიმერ პუტინთან. ჩვენ ბევრი რთული შეხვედრა გვქონდა, კარგი შეხვედრები. ჩვენ ხელი შეგვიშალეს რუსული შეთქმულების გაყალბებით, რამაც ეს პროცესი გაართულა, მაგრამ მას ესმოდა, რომ ხედავს რაღაცებს თავის კარიერაში. მან იცოდა, რომ ეს სიყალბე იყო. რაც იყო, ეს კრიმინალური იყო და შეთანხმება გაართულა. ჩვენ გვექნება კარგი შანსი, როდესაც ეს დასრულდება. ჩვენ გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა და ბევრ რამეზე შევთანხმდით. ძალიან ცოტა დარჩა შესათანხმებელი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ კარგი შანსი გვაქვს ამის მისაღწევად, ჯერ არ მივსულვართ იქამდე, თუმცა კარგი შანსებია. ჩვენ შევაჩერებთ ხუთი, ექვსი, შვიდი ათასი ადამიანის მკვლელობას კვირაში და პრეზიდენტ პუტინს სურს ამის ნახვა, ისევე როგორც მე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

Continue Reading

Previous: კაცი გაპარულია, იქ ჩააკითხეს, ჰქონდათ მოლაპარაკებები, სერიოზულიც არ არის ეს ყველაფერი
Next: რუსეთი მზად არის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშაოს, ომის დასასრულებლად კონფლიქტის ძირითადი მიზეზები უნდა აღმოიფხვრას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025