Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იუსტიციის მინისტრი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

მარშალ პრესი 14/08/2025
Capture

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს იუსტიციის სამინისტროს სსიპ “საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს” და მსოფლიო ბანკის მრავალწლიანი პარტნიორობის საკითხები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

საუბარი შეეხო რეფორმებს ციფრული მმართველობისა და მიწის რეგისტრაციის მიმართულებით. მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოში განხორციელებული რეფორმები და სააგენტოს მიერ დაგროვილი გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანი საფუძველია არსებული ცოდნის სხვა ქვეყნებთან გასაზიარებლად.

აღინიშნა, რომ მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული NSDI გეოპორტალის, „გონიერი კონტრაქტის“ და მიწის სისტემური რეგისტრაციის ინოვაციური ელექტრონული სერვისების ეფექტურობა და სანდოობა, ქვეყნის მიერ აღებული სასესხო ვალდებულების მთავრობის მიერ ეფექტიანი გამოყენების და განხორციელებული ინვესტიციის შედეგიანობის ნათელი მაგალითია.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით  დევიძე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის მენეჯერი ელენე გრიგოლია.

Post navigation

Previous: გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ იმისთვის, რომ გარედან დაფინანსებული გარკვეული ჯგუფები არ ახდენდნენ შიდა პოლიტიკის ფორმირებას გარე ინტერესით და არა შიდა სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებიდან გამომდინარე
Next: გიგი კალანდაძე, რომელიც უმაღლეს სამხედრო თანამდებობებს იკავებდა და შემდეგ არაერთი მუხლითაა ბრალდებული, მშვიდობის არჩევას დიდ შეცდომად ასახელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.