Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ იმისთვის, რომ გარედან დაფინანსებული გარკვეული ჯგუფები არ ახდენდნენ შიდა პოლიტიკის ფორმირებას გარე ინტერესით და არა შიდა სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებიდან გამომდინარე

მარშალ პრესი 14/08/2025
dimitri khundadze

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ბრიუსელის მხრიდან საქართველოზე ზეწოლასა და მათ მიერ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს მედიასთან ეხმიანება.

„აქამდე იყო საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბებული, რომ USAID და NED მხოლოდ კარგს აკეთებდნენ და აღმოჩნდა, რომ ისინი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, შიდა პოლიტიკაში ჩარევისთვის იყენებდნენ ამ ფულს“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ გამჭვირვალობის კანონის საჭიროება სწორედ მსგავსი ფაქტების გამო დადგა.

„გამჭვირვალობის შესახებ კანონი შემოვიტანეთ იმისთვის, რისთვისაც ამ კანონებით სარგებლობენ დასავლური ქვეყნები. იმისთვის, რომ გარედან დაფინანსებული გარკვეული ჯგუფები არ ახდენდნენ შიდა პოლიტიკის ფორმირებას გარე ინტერესით და არა შიდა სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. თქვენ იცით ამის არაერთი შემთხვევა. აქამდე იყო საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბებული, რომ USAID და NED მხოლოდ კარგს აკეთებდნენ და აღმოჩნდა, რომ ისინი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, შიდა პოლიტიკაში ჩარევისთვის იყენებდნენ ამ ფულს და ამაზე არ ვსაუბრობდით მხოლოდ ჩვენ, ეს დაადასტურა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Continue Reading

Previous: ძლიერი ინსტიტუტების ინდექსით საქართველოს ხელისუფლებამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირა და მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა
Next: იუსტიციის მინისტრი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025